დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017392 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/08/2025 - 05/09/2025)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №18 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)
1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები); 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 2. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 3. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები); 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების სფეროში – 1 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 4. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. ე) „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 5. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით (მათემატიკის, სტატისტიკის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, პოლიტიკის დაგეგმვის, მისი მონიტორინგისა და შეფასების – 1 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ე) „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება; ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 6. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (აღრიცხვის და დაბეგვრის, ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები), სამართლის (საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები) სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკისა და სტატისტიკის სპეციალობები); გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით (კომპიუტერის გამოყენების, მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინისა და ადმინისტრირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარებისა და ანალიზის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგების სპეციალობები); დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვის, მონიტორინგის და შეფასების, რისკის მართვის ან აუდიტის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქათველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, შიდა კონტროლის კომპონენტების და რისკის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 7. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (აღრიცხვის და დაბეგვრის, ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები), სამართლის (საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები) სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკისა და სტატისტიკის სპეციალობები); გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით (კომპიუტერის გამოყენების, მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინისა და ადმინისტრირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარებისა და ანალიზის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგების სპეციალობები); დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვის, მონიტორინგის და შეფასების, რისკის მართვის ან აუდიტის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქათველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, შიდა კონტროლის კომპონენტების და რისკის მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 8. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (აღრიცხვის და დაბეგვრის, ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკისა და სტატისტიკის სპეციალობები); გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით (კომპიუტერის გამოყენების, მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინისა და ადმინისტრირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარებისა და ანალიზის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგების სპეციალობები); დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვის, მონიტორინგის და შეფასების, რისკის მართვის ან აუდიტის სფეროში – 1 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, შიდა კონტროლის კომპონენტების და რისკების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 9. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (აღრიცხვის და დაბეგვრის, ფინანსების, საბანკო საქმის და დაზღვევის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის სპეციალობები); ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით (მათემატიკისა და სტატისტიკის სპეციალობები); გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით (კომპიუტერის გამოყენების, მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინისა და ადმინისტრირების, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარებისა და ანალიზის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგების სპეციალობები); დ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის სპეციალობები); ე) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება. 3. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, შიდა კონტროლის კომპონენტების და რისკების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 10. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს პროექტების მართვის განყოფილების უფროსი (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, აუდიტის, სტრატეგიული დაგეგმვის ან პროექტების მართვის სფეროში – 2 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, პროექტების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 11. პროექტებისა და რისკების მართვის სამმართველოს პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმათულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, ოპერაციების მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური მეცნიერებების სპეციალობები); დ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – თავდაცვის, უსაფრთხოების, ანალიტიკურ, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, აუდიტის, სტრატეგიული დაგეგმვის ან პროექტების მართვის სფეროში – 1 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის, პროექტების მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint (სასურველია – Microsoft Project). მუხლი 12. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მათ შორის, ლოგისტიკის სპეციალობა), სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობა) სპეციალობებით); გ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, ანალიტიკური, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, ლოჯისტიკის ან თავდაცვის შესაძლებლობების ეროვნულ და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისად განვითარების მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 13. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მათ შორის, ლოგისტიკის სპეციალობა), სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობა) სპეციალობებით); გ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, ანალიტიკური, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამებისა და პროექტების მართვის, ლოჯისტიკის ან თავდაცვის შესაძლებლობების ეროვნულ და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისად განვითარების მიმართულებით 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 14. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის სფეროში ან ანალიტიკური მიმართულებით 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება; ვ) „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“; ზ) „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 15. სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების, სამართლის ან/და ლოგისტიკის სპეციალობით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობებით); დ) ენების მიმართულებით (ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობა). 2. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, თავდაცვის ან სამართლის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 16. ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი (მეორე რანგი, კატეგორია – საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მათ შორის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობა), სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობა) სპეციალობებით); გ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის, ლოჯისტიკის, პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 17. ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მათ შორის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობა), სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობა) სპეციალობებით); გ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის, ლოჯისტიკის, პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 2 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. სასურველია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა. 4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 5. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 18. ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (მათ შორის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობა), სამართლის სპეციალობით); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების (მათ შორის, დიპლომატიის და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობა) სპეციალობებით); გ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. თავდაცვის/უსაფრთხოების, ლოჯისტიკის სფერო, პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 19. ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით (მენეჯმენტის და ადმინისტრირების ან/და სამართლის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით; გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის სპეციალობებით); დ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. ტექნიკური ან სამშენებლო ზედამხედველობის, თავდაცვის/უსაფრთხოების, სამართლის ან ინფრასტრუქტურის სფეროში 1 წლის მუშაობის გამოცდილება. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 20. ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით); დ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. სამუშაო გამოცდილება – 1 წელი. 3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel. მუხლი 21. ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი (მეოთხე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების და პროექტების მენეჯმენტის სპეციალობებით); ბ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერების და თავდაცვის ანალიზის სპეციალობებით); გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალობებით); დ) ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ენების სპეციალობები). 2. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) თავდაცვის კოდექსი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 3. ინგლისურის ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთი) – B1 დონე. 4. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft PowerPoint, Microsoft Excel.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები