დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-723 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430180000.22.030.016382 |
|
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-500 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის №01-500 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/12/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430180000.22.030.016254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების:
|
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“; |
ბ)
პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესი (დანართი №1);“. |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის:
|
ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესი’’; |
ბ)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი) სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“; |
გ)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის, ORIS-ის პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა.“; |
დ)
მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები: ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2); ბ) ავტობიოგრაფია; გ) დიპლომის ასლი; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ე) ერთი ფოტოსურათი (3X4); ვ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა; თ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა; ი) ORIS-ის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“; |
ე)
მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:
„1. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში კონკურსი ცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, სამინისტროს ვებგვერდის და/ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებით.“; |
ვ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. განაცხადი კონკურსზე სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.“; |
ზ)
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხო ენის ცოდნის დონეს, წერითი გამოცდის ჩატარების საშუალებით, ამოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი).“; |
თ)
მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“; |
ი)
მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;“; |
კ)
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი სტაჟიორებისთვის უზრუნველყოფს ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად შექმნილი მოსამზადებელი პროგრამის ჩატარებას, რომელიც შედგება ადმინისტრაციული მენეჯერებისათვის საჭირო ცოდნის მიღებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის შექმნილი სასწავლო კურსების ერთობლიობისაგან.“; |
ლ)
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინადადების საფუძველზე.“; |
მ)
მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი აფასებს სტაჟიორს სტაჟიორის შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი №3).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები