„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.017615
86
26/08/2025
ვებგვერდი, 27/08/2025
140070000.22.034.017615
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №86

2025 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი დაწესებულების, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით.

3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა​“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით,  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.“.

2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

 „მუხლი 71. თანხმობა ზოგიერთი საქმიანობის განხორციელების თაობაზე

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ ან/და შემოქმედებით საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებელი მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე