,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 25/08/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016456
36
25/08/2025
ვებგვერდი, 01/09/2025
010340000.32.061.016456
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №36

2025 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2019 წლის 30 აგვისტოს   №22  დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/09/2019წ. სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სარგებლობაში გადმოცემული უძრავი/მოძრავი ქონების აღრიცხვა და შემდგომი გამოყენების პოლიტიკის განსაზღვრა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე