“საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

“საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1031
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 29/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.009.141
1031
22/08/2006
სსმ, 114, 29/08/2006
200.090.000.22.033.009.141
“საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
“საწარმოთა (მათ შორის ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.090.000.22.033.009.141

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1031

2006 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იური­დიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლო­ბების) სა­ხელ­მწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამ­ხდელ­თა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 29 ივნისის №717 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №88, მუხ.1180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების დანართები №2; №3; №4; №5; №6; №13; №15 და №21 შეიცვალოს და ჩამოყა­ლიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანებას დაემატოს „ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ“ (დანართი №27) და „მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ინდივიდუა­ლურ საწარმოებს და ფიზიკურ პირებს საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული აქვთ მო­ცემუ­ლი რაიონის ტერიტორიაზე და მათ სახელ­მწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი“ (დანართი №28) თანდართული რედაქციით.

3. ბრძანებით დამტკიცებული „საწარმოთა (მათ შორის, ინდივიდუალურ საწარმოთა), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის წესის შესახებ” ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპიუტიზირებული განყოფილება – საგადასა­ხადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმარ­თველოს შესაბამისი რაიონული განყოფილება, რომე­ლიც ჩართულია ადმინისტრირების ერთიან კომპიუ­ტერულ ქსელში და უფლებამოსილია საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუ­ტერულ ბაზაში განახორციელოს გადასახადის გადამ­ხდელ­თა სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადა­სახადო აღრიცხვის მონაცემების შეტანა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენ­ლობის) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციი­სათვის/აღრიცხვისათვის საგადასახადო ორგანოს განცხადებასთან (დანართი №11) ერთად წარედგინება:

ა) ცნობა ფილიალის ადგილსამყოფლის შესახებ;

ბ) უცხოური საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება საქართველოში ფილიალის (წარმო­მად­გენლობის) გახსნის შესახებ, დამოწმებული ნოტა­რიულად;

გ) უცხოური საწარმოს (ლეგალიზებული) წესდების ასლი ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებუ­ლი წესდების შემცვლელი დოკუმენტი, დამოწმებული ნოტარიულად;

დ) ამონაწერი უცხოური საწარმოს სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის დოკუმენტებიდან (რეესტრიდან), დამოწმებული ნოტარიულად;

ე) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, დამოწმებული ნოტარიულად.

15. საგადასახადო ინსპექციაში უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელმწიფო/საგადა­სა­ხა­დო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის ტარდება იგივე პროცედურები, რაც გათვალისწინებულია საწარ­მოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის, იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები შეიტანება №8 დანართით გათვალისწინებულ სამეწარმეო რეესტრის ფორმულარ­ში.

16. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენ­ტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძველს საწარმოს ან/და მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), მათ შო­რის, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენ­ლობის) რეგისტრაციაზე/აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე, საგადასახადო ინსპექციაში ხორციელდება ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია მოცემული ინსტრუქციის მე-16 მუხლში. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე ან/და საწარმოს ან/და ფილიალის სახელმწიფო რეგისტრა­ციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.”;

გ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეიცავს კანონით დადგენილ საფუძვლებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და მისი ფილიალის (წარმომადგენლობის), მათ შორის, უცხოუ­რი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრა­ციაზე/აღრიცხვაზე უარის თქმის თაობაზე, საგადასახადო ინსპექციაში ხორციელდება ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია მოცემული ინსტრუქციის მე-16 მუხლში. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე ან/და სახელმწიფო რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის პროცედურები

1. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხ­ლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამი­სად, ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასა­ხადო რეგისტრაციას/აღრიცხვას ახორციელებს ინდივი­დუალური საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ინსპექცია, რომელიც ვალდებულია შექმნას სამეწარმეო რეესტრი (დანართი №7). საგადა­სახადო აღრიცხვის მონაცემები შეიტანება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში.

2. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რე­გისტრაცია ხორციელდება ინდივიდუალური საწარ­მოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების წარდგენის შემდეგ, სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.

3. ინდივიდუალური საწარმო სახელმწიფო/საგადასა­ხადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის ვალდებუ­ლია სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, მისი საქმია­ნო­ბის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციაში წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (დანართი №13) ორ ეგზემპლარად, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საფირმო სახელწოდებას. ინდივიდუალური მეწარ­მე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატე­ბები, თუ ეს საჭიროა სხვა ფორმებისაგან განსას­ხვავებლად. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთო­დეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეც­დომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის შესახებ.

ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს;

გ) მოქალაქეობას;

დ) საცხოვრებელ ადგილს (მისამართს);

ე) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუ­მენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს;

ვ) ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს);

ზ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

4. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგის­ტრაციისათვის დაუშვებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესით გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტაციის ან ინფორმაციის მოთხოვნა.

5. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ინ­სპექციაში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადება, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს განცხადების ასლი.

6. განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს გამოიყენოს ამ ინსტრუქციით დადგენილი განცხადების ფორმა ან განცხადების ასლი.

7. იმ ინდივიდუალური საწარმოებისათვის, რომელთა საქმიანობის ადგილი არ წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორიას (დანართი №28), ან მისი საქმიანობის ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელ­თა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმარ­თველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილ­სამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადა­სახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის ინდივი­დუალური მეწარმე ან ინდივიდუალური საწარმოს წარმომადგენელი (უფლებამოსილი) პირი წარუდგენს (ან დაზღვეული წერილით უგზავნის) შესაბამის საგადა­სა­ხადო ინსპექციას ან კომპიუტიზირებულ განყოფი­ლებას (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) სანო­ტარო წესით დამოწმებულ ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის შესაბამის განცხადებას ორ ეგზემპლარად;

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნ­ველ­­ყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვ­ნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყო­ფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნებს, იგი დასტურდება რეგისტრაციაზე პასუ­ხის­მგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნი­მუშის ბეჭდით, რის შემდგომ მონაცემები შედის ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო (დანართი №7) და გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში, ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიქსირდება რეგისტრაციის თარიღი. მონაცემ­თა დამუშავების კომპიუტერული ბაზიდან ამოიბეჭდება მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) (მონაცემი საქმიანობის სახეობების შესახებ შეიტანება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე) ორ ეგზემპლარად, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებს განმცხადებელი და რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი. რეგისტრა­ციის მონაცემები შედის ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო რეესტრში. რეგისტრირებულ ინდივიდუა­ლურ საწარმოზე გაიცემა ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობა (დანართი №18), რომელსაც ხელს აწერს საგადა­სახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე ან სათანა­დოდ უფლებამოსილი პირი. ინდივიდუალური საწარ­მოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიც­ხვის განცხადების, ასევე კომპიუტერული ბაზიდან ამობეჭდილი ფორმის ერთი ეგზემპლარი რჩება საგა­დასა­ხადო ინსპექციაში (გადამხდელთა მომსახურების სამმართველოში ან კომპიუტიზირებულ განყოფილე­ბაში), ხოლო მეორე ეგზემპლარები უბრუნდება განმცხა­დებელს ან ეგზავნება დაზღვეული ფოსტით.

8. იმ ინდივიდუალური საწარმოებისათვის, რომელთა საქმიანობის ადგილს წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქ­ციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერი­ტო­რია (დანართი №28) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ინდივიდუალური მეწარმე ან ინდივიდუალური საწარმოს წარმომადგენელი (უფლებამოსილი) პირი წარუდგენს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რაიონულ განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს – მისი საქმიანობის ადგილის მიხედვით, სანოტარო წესით დამოწმებულ ინდივიდუა­ლუ­რი საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრა­ციის/აღრიცხვის შესაბამის განცხადებას, ორ ეგზემ­პლარად;

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზ­რუნველ­ყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წე­სით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს კანონით და ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები, ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს (შესაბამისი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრის დიაპაზონიდან), ადასტურებს ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. ამასთან, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი ავსებს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართულ ფორმას – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) (მონაცემი საქმიანობის სახეობების შესახებ შეიტანება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე) ორ ეგზემპლარად, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებს განმცხადებელი და რეგის­ტრა­ციაზე პასუხისმგებელი პირი. მონაცემები შეაქვს ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო (დანართი №7) რეესტრში. რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარ­მოზე გაიცემა ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობა (დანართი №18), რომელსაც ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი პირი. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის განცხადების, ასევე შევსებული ფორმის ერთი ეგზემპლა­რი რჩება განყოფილებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი უბრუნდება განმცხადებელს (გადაეცემა მოწმობასთან ერთად);

 გ) მონაცემების სამეწარმეო რეესტრში ჩართვის შემდგომ წარმოდგენილი განცხადების ფორმა, აგრეთვე ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარედგინება საგადასახადო ინსპექციის გადამხელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფილებას (წარდგენის ადგილი განისაზღვრება საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანე­ლის ადმინისტრაციული აქტით), მონაცემების ინდივი­დუა­ლური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრა­ციისა და საგადასახადო აღრიცხვის მონაცემთა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის მიზნით. მონა­ცემები მონაცემთა დამუშავების კომპიუ­ტერულ ბაზაში შეიტანება ფორმების წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომპიუტერულ ბაზაში მონაცემთა შეტანის შემდეგ, ინდივიდუალური საწარმოს განცხადება და ფორმა – „ინფორმაცია ინდივიდუალური საწარმოს შესახებ” (დანართი №26) უბრუნდება განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება გადამხდელ­თა მომსახურე­ბის სამმართველოში ან კომპიუტი­ზირებულ განყოფი­ლე­ბაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზ­რუნ­ველყოფის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში (ბუ­ნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია განცხადების ფორმების წარდგენა დადგენილ ვადაში), დასაშვებია განცხადების მონაცემები ტელეფონოგრამის, ფაქსის ან სხვა საშუა­ლებებით გადაეცეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფილებას (დადგენილი პროცედურების ჩატარების მიზნით), რომე­ლიც შემდგომში შესაძლებლობის შემთხვევაში დაუყოვ­ნებლივ წარდეგინება შესაბამისი ინსპექციის გადამ­ხდელთა მომსახურების სამმართველოს ან კომპიუტი­ზირებულ განყოფილებას.

10. ინდივიდუალურ საწარმოთა სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ვადაში საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სათანადოდ უფლება­მოსი­ლი პირი იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუა­ლური საწარმოს სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრა­ციის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერი­ლობით არ ეცნობა უარის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება, ინდივიდუალური საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია, განყოფი­ლება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხის­მგებელი პირი (დადგენილ შემთხვევებში) ვალდებულია რეგისტრირებული ინდივიდუალური საწარმო გაატა­როს რეგისტრაციაში დადგენილი წესით და მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ინსპექციის უფროსი/მოად­გილე სათანადოდ უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამარ­თლებრივ აქტს – გასცემს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობას.

11. ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად (სამეწარმეო/საგადასახადო რეგისტრაცია/ აღრიცხვა) ითვლება მისი სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და სამეწარმეო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შემდეგ.

12. ინდივიდუალური საწარმოს სამეწარმეო/საგადა­სა­ხა­დო რეგისტრაციის/აღრიცხვის მონაცემებში ცვლი­ლებების რეგისტრაცია ტარდება იგივე წესითა და ვადებში, რაც დადგენილია მისი პირველადი რეგისტრა­ციისათვის (საჭიროების შემთხვევაში გაიცემა რეგის­ტრა­ციის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა).

13. ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციისათვის/ აღრიცხვისათვის არ გადაიხდება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.”;

ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. ფიზიკური პირების საგადასახადო ინსპექციებში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურები

 1. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის – საქართველოს მოქალაქის, საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი გადასახა­დის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავა­ლების მონაცემების საფუძველზე. ფიზიკურ პირს – საქართველოს მოქალაქეს, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინე­ბუ­ლი ფიზიკური პირისა, გადასახადის გადამხდელის მოწმობის მისაღებად შეუძლია მიმართოს საგადასა­ხადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 2. ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა, ვალდებულია საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად მიმართოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (დეკლარაციის წარ­დგენის ან გადასახადის გადახდის ადგილის მიხედ­ვით) საგადასახადო ინსპექციას, საგადასახადო კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შო­რის, მიმდინარე გადასახდელების) ან საგადასა­ხადო დეკლარაციის წარდგენის ვადამდე არანაკლებ 10 დღით ადრე, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანო­ნის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი – ეკონომიკური საქმიანობის განხორ­ციელების ადგილის მიხედვით, ეკონომიკური საქმია­ნობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში.

3. იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა საქმიანო­ბის ან საცხოვრებელი ადგილი არ წარმოადგენს მოცე­მუ­ლ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიო­ნების ტერიტორიას (დანართი №28), ან მისი საქმია­ნობის ან საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა საგადასახა­დო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმარ­თველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებული განყოფილების ადგილსამყოფელს, ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვისათვის წარუდგენს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ან კომპიუტიზირებულ განყოფილებას (რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის შესაბამის დადგენილი ფორმის განცხადებას (ბრძანების დანართი №15);

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნ­ველ­ყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებ­ლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყო­ფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნებს, იგი დასტურდება რეგისტრაციაზე პასუხის­მგებელი პირის ხელმოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით, რის შემდგომ მონაცემები შედის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში, ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა (დანართი №21), რომელსაც ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციის უფრო­სი/მოადგილე ან სათანადოდ უფლებამოსილი პირი. ფიზიკური პირის განცხადება რჩება საგადასახადო ინსპექციაში (გადამხდელთა მომსახურების სამმართვე­ლოში ან კომპიუტიზირებულ განყოფილებაში).

4. იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა საქმია­ნობის ან საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს მოცემულ ინსტრუქციაზე თანდართული მაღალმთიანი რაიონების ტერიტორია (დანართი №28) (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი ემთხვევა საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზი­რებული განყოფილების ადგილსამყოფელს), ტარდება შემდეგი პროცედურები:

ა) ფიზიკური პირი წარუდგენს შესაბამის საგადასა­ხადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმარ­თველოს რაიონულ განყოფილებას ან შესაბამის რაიონ­ში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს – მისი საცხოვ­რებელი ადგილის მიხედვით, საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე შესაბამის განცხადებას;

ბ) რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნ­ველყოფს წარმოდგენილი განცხადების სათანადო წესით რეგისტრაციას, რომლის შემდგომ მის მიერ დაუყოვნებ­ლივ მოწმდება განცხადების მონაცემთა სისრულე. თუ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება აკმაყო­ფილებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთ­ხოვნებს, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ივსება განცხადების დანარჩენი მონაცემები, ანიჭებს საიდენ­ტიფიკაციო ნომერს (შესაბამისი რაიონის საიდენ­ტიფიკაციო ნომრის დიაპაზონიდან), ადასტურებს ხელ­მოწერით და დადგენილი ნიმუშის ბეჭდით. რეგისტრი­რებულ ფიზიკურ პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდე­ლის საგადასახადო რეგისტრაციის შესაბამისი მოწმობა (დანართი №21), რომელსაც ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი პირი. წარმოდგენილი განცხადება რჩება განყოფილებაში;

გ) გადასახადის გადამხდელისათვის საიდენტიფი­კაციო ნომრის მინიჭებისა და მოწმობის გაცემის შემდგომ, წარმოდგენილი განცხადების ფორმა, თვის 1, 11 და 21 რიცხვებში წარედგინება საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფი­ლებას (წარდგენის ადგილი განისაზღვრება საგადასახა­დო ინსპექციის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული აქტით) მონაცემების საგადასახადო აღრიცხვის მონა­ცემ­თა დამუშავების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის მიზნით. მონაცემები მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეიტანება ფორმების წარმოდ­გენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომპიუტერულ ბაზა­ში მონაცემთა შეტანის შემდეგ, განცხადება უბრუნდება განყოფილებას ან შესაბამის რაიონში რეგის­ტრაციაზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო ასლები რჩება გადამ­ხდელთა მომსახურების სამმართველოში ან კომ­პიუტი­ზი­რებულ განყოფილებაში.

5. მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნ­ქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში (ბუნებ­რივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია განცხადების ფორმების წარდგენა დადგენილ ვადაში), დასაშვებია განცხადების მონაცემები ტელეფონოგრამის, ფაქსის ან სხვა საშუალებებით გადაეცეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან ამავე სამმართველოს კომპიუტიზირებულ განყოფი­ლებას (დადგენილი პროცედურების ჩატარების მიზნით), რომელიც შემდგომში შესაძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარდეგინება შესაბამის ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ან კომ­პიუტი­ზირებულ განყოფილებას.

6. ფიზიკური პირის, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირისა, საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება შესაბამისი განცხადების წარ­დგენიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ვადაში საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სათანადოდ უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტი­ლებას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა უარის შესახებ მოტივირებული გადაწყვეტილება, გადასახადის გადამხდელი ჩაითვლება რეგისტრირებულად. საგადასახადო ინსპექცია, განყოფი­ლება, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხის­მგებელი პირი ვალდებულია გადასახადის გადამ­ხდელი გაატაროს საგადასახადო აღრიცხვაზე დადგენი­ლი წესით და მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ინსპექციის უფროსი/მოადგილე, სათანადოდ უფლებამო­სილი პირი დაუყოვნებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივ აქტს – გასცემს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მოწმობას.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტებში მოცემული გადასახა­დის გადამხდელთა, საგადასახადო აღრიცხვის მონაცე­მებში ცვლილებების რეგისტრაცია ტარდება მათი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებში, საგადასახადო აღრიცხვისათვის დადგენი­ლი წესის შესაბამისად.

8. ამ მუხლში მითითებული გადასახადის გადამხდე­ლები საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილად ითვლებიან საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შემდეგ.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 


 

 

 

 


 

ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციის/ცვლილების განცხადების შევსების წესი

საგადასახადო რეგისტრაციის განცხადება ივსება ფიზი­კუ­რი პირის – გადასახადის გადამხდელის მიერ საი­დენ­­ტიფიკაციო ნომრის მინიჭების, გადასახადის გადამხდელთა რეესტრში ჩართვის ან საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით. განცხადება ივსება მიღებული წესების შესაბამისად, ერთ ეგზემპლარად (ინსტრუქციის შესაბა­მისად), დასტურდება შემვსები ფიზიკური პირის ხელმო­წერით და ბარდება საგადასახადო ინსპექციას, სადაც ფიზიკური პირი დგება აღრიცხვაზე ან უკვე დგას აღ­რიცხვაზე ან ცვლილებები შეაქვს საგადასახადო რეგის­ტრაციის განცხადებაში.

საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების შევსების წესში მოცემული ნუმერაცია შეესაბამება საგადასახადო რეგისტრაციის განცხადების ნუმერაციას:

1. მარეგისტრირებელი საგადასახადო ინსპექციის დასახელება – ჩაიწერება იმ ინსპექციის დასახელება, სადაც ფიზიკური პირი – გადასახადის გადამხდელი დგე­ბა საგადასახადო აღრიცხვაზე ან მიმართავს ცვლი­ლების განხორციელების თაობაზე. უჯრაში ჩანაწერი კეთდება რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სადაც მიენიშნება იმ რაიონის კოდი, რომელი რაიონის საიდენტიფიკაციო ნომრების დიაპაზონიდანაც უნდა მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. ინფორმაცია ფიზიკური პირის შესახებ, სადაც მიეთითება:

ა) პირველ სვეტში – ფიზიკური პირის გვარი;

ბ) მე-2 სვეტში – ფიზიკური პირის სახელი;

გ) მე-3, მე-4 და მე-5 სვეტში – ფიზიკური პირის დაბადების თარიღი, შესაბამისი თანმიმდევრობით;

დ) მე-6 სვეტში – ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მე-7 სვეტში – ფიზიკური პირის მოქალაქეობა. თუ ფიზიკურ პირს არ გააჩნია მოქალაქეობა – მიეთი­თება „მოქალაქეობის არმქონე პირი“;

ვ) მე-8 სვეტში – ფიზიკური პირის პირადობის დამადას­ტურებელი დოკუმენტის დასახელება;

ზ) მე-9 სვეტში – ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

თ) მე-10 სვეტში – ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ფიქსირებული პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომე­ლიც მის პირველადი რეგისტრაციის შემთხვევაში წარ­მოადგენს მის საიდენტიფიკაციო ნომერს);

ი) საცხოვრებელი ადგილის საფოსტო ინდექსი – უჯრებში ჩანაწერი კეთდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მითითების შემთხვევაში, სადაც ჩაიწერება ოთხნიშნა საფოსტო ინდექსი.

3. საკონტაქტო მონაცემები – შეიტანება უჯრებში მითითებული შესაბამისი მონაცემები (ასეთის არსებო­ბის შემთხვევაში).

4. ფიზიკური პირის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა – განცხადებას ხელს აწერს უშუალოდ განმცხადებელი ამ მისგან უფლებამოსი­ლებით აღჭურვილი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, უთითებს ხელმოწერის თარიღს (რიცხვს, თვეს, წელს).

5. საიდენტიფიკაციო ნომერი – მიეთითება საგადა­სა­ხადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (პირ­ველადი რეგისტრაციისას ავსებს რეგისტრაციაზე პასუ­ხისმგებელი პირი). თუ ფიზიკურ პირი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და იგი ეწევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას, მის საიდენ­ტიფიკაციო ნომერს წარმოადგენს პირადობის მოწმო­ბაში ფიქსირებული პირადი ნომერი, რომელიც აღინიშ­ნება მე-2 სტრიქონის მე-10 გრაფაში და აღნიშნულ შემთხვევაში მოცემული სტრიქონი არ შეივსება.

6. რეგისტრაციის/ცვლილების თარიღი – პირვე­ლადი რეგისტრაციისას მიეთითება საგადასახადო რეგის­ტრაციის მოწმობაზე, ხოლო ცვლილების რეგის­ტრაციისას – ფიქსირებული თარიღი.

7. პირველადი რეგისტრაცია/ცვლილების რეგის­ტრაცია – თუ განცხადება წარმოდგენილია პირველადი რეგისტრაციისათვის, მაშინ შესაბამის უჯრაში კეთდება აღნიშვნა ν“, ხოლო ცვლილების რეგისტრაციისას, იგივე აღნიშვნა კეთდება შესაბამის უჯრაში.

8. საქმიანობის აღწერა (თუ ფიზიკური პირი ეწევა არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანო­ბას) – ივსება იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკური პირი (გარდა ინდ­მეწარმისა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ჩანაწერი კეთდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური საქმიანო­ბის სახეების მიხედვით. საქმიანობის სახეების კოდების აღმნიშვნელ უჯრებში მიეთითება შესაბამისი კოდები. პირველ რიგში მიეთითება ძირითადი საქმიანობის აღ­მნიშვნელი კოდი, ხოლო შემდეგ სხვა საქმიანობები, მოცულობიდან გამომდინარე (კლებადო­ბის პრინციპით).

9. საქმიანობის ადგილი – მიეთითება საქმიანობის ადგილის მისამართი, საქმიანობის ადგილის საფოსტო ინდექსი (როცა ფიზიკური პირი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას).

10. რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის ხელ­მოწერა – რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი თავისი ხელმოწერით ადასტურებს ფორმის მონაცემების სის­რულეს და უთითებს ხელმოწერის თარიღს (რიცხვს, თვეს, წელს).

 

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებებზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლობის წესით უნდა შეავსოს განცხადების პირველ, მე-2 (პირველი და მე-2 სვეტი) და მე-5 პუნქტებში მითითებულ მონაცემები, ხოლო სხვა პუნქტების მონაცემებიდან შეივსება მხოლოდ ის პუნქტები, სადაც წარმოებს ცვლილების შეტანა საწარმოს/ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში, ხოლო უცვლელ გრაფებში მონაცემების ნაცვლად მიეთითება აღნიშვნა – „იგივე“.

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 


 

 

დანართი №28

მაღალმთიანი რაიონების სია, სადაც ინდივიდუალურ საწარმოებს და ფიზიკურ პირებს საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული აქვთ მოცემული რაიონის ტერიტორიაზე და მათ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პროცესებზე ვრცელდება განსხვავებული წესი

1. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

ა) ხულოს რაიონი;

ბ) შუახევის რაიონი;

გ) ქედის რაიონი.

2. ახალციხის საგადასახადო ინსპექცია

ა) ადიგენის რაიონი;

ბ) ასპინძის რაიონი;

გ) ახალქალაქის რაიონი;

დ) ნინოწმინდის რაიონი.

3. თელავის საგადასახადო ინსპექცია

ა) ახმეტის რაიონი.

4. რუსთვის საგადასახადო ინსპექცია

ა) დმანისის რაიონი;

ბ) წალკის რაიონი.

5. გორის საგადასახადო ინსპექცია

ა) თიანეთის რაიონი;

ბ) ყაზბეგის რაიონი.

6. ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია

ა) ამბროლაურის რაიონი;

ბ) ლენტეხის რაიონი;

გ) ონის რაიონი;

დ) ცაგერის რაიონი.

7. ფოთის საგადასახადო ინსპექცია

ა) მესტიის რაიონი;

ბ) ჩოხატაურის რაიონი.