დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.155.016452 |
|
„წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/07/2025, 010250020.35.155.016449) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში; გ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები, ასევე, წარუდგინოს წლიური ანგარიში; დ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“. ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 15 (თხუთმეტი) წევრისაგან.“ გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი 1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) უფლებამოსილება პირადი განცხადებით მოიხსნა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) გარდაიცვალა; ვ) მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტა და საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.“. დ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“. ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. ანგარიშგება 1. საბჭო მის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს საკრებულოს ყოველი კალენდარული წლის დეკემბრის თვეში. 2. საკრებულოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები