„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016416
15
27/08/2025
ვებგვერდი, 03/09/2025
010250040.35.133.016416
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 22-ე მუხლების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 19 თებერვლის N07 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 27.02.2018 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250040.35.133.016242) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“;

ბ)  მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.მ) საბჭოს სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე