დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017589 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის №1068 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.017553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის: ა) ტექნიკური მახასიათებლები (დანართი №1); ბ) ფორმები (დანართები №2.1–№2.6).“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანება.“; დ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი–22, 31, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. ამ ბრძანების: ა) პირველი პუნქტი, იმავე პუნქტით გათვალისწინებული №1 დანართისა (გარდა დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლების ნაწილისა) და №2.1–2.5 დანართების ნაწილში, აგრეთვე 22, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან; ბ) პირველი პუნქტი, იმავე პუნქტით გათვალისწინებული №1 დანართისა (დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლების ნაწილში) და №2.6 დანართის ნაწილში, აგრეთვე 31 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 დეკემბრიდან.“. 2. №1 დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის, აგრეთვე დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის (შემდგომ – პასპორტი), და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომ – სამგზავრო დოკუმენტი) ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, აგრეთვე, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა (შიდა გვერდები) და 1 ორგვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი).“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის: გ.ა.ა) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ვ“ ქვეპუნქტი: „დ.ვ) დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის შემთხვევაში – „საქართველო“, „სამგზავრო პასპორტი“, „GEORGIA“, „TRAVEL PASSPORT“ და ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (eMRTD) აღმნიშვნელი სიმბოლო;“; გ.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ნაცრისფერი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი;“; გ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტზე: დ.ა) სამგზავრო პასპორტის მფლობელი არის საქართველოში დამატებითი დაცვის მქონე პირი. სამგზავრო პასპორტი 38-გვერდიანია; დ.ბ) „The bearer of this travel passport is enjoying subsidiary protection in Georgia. This travel passport contains 38 pages“.“; დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი: „ბ.ვ) დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტში – მხოლოდ PT კომბინაციით;“. 3. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №2.6 დანართი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები