„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025279
386
27/08/2025
ვებგვერდი, 29/08/2025
300160070.10.003.025279
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 26 ივნისის №795-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ტექნიკური რეგლამენტი − „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებული დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალისა და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების შესახებ (დანართი №6).“.

2. დანართ №5-ის შემდგომ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №6.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი 6

 

ტექნიკური რეგლამენტი − „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებული დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალისა და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების შესახებ

1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებული დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალისა და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების განსაზღვრა.

2. დამაბინძურებელი ქიმიური ნივთიერებების ჩამონათვალი და ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ ჩამდინარე წყალში მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებია:

 

ქიმიური ნივთიერების დასახელება

ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია მგ/ლ (ზდკ)

1

ამონიუმის აზოტი

0.39

2

ალუმინი

0.5

3

ბარიუმი

0.1

4

ბერილიუმი

0.0002

5

ბორი

0.5

6

დარიშხანი

0.05

7

ვანადიუმი

0.1

8

ვერცხლისწყალი

0.0005

9

ვოლფრამი

0.005

10

თუთია

1

11

კადმიუმი

0.001

12

კობალტი

0.1

13

კაპროლაქტამი

1

14

მანგანუმი

0.1

15

მოლიბდენი

0.25

16

ნიტრატები

45

17

ნიტრიტები

3.3

18

ნიკელი

0.1

19

რკინა

0.3

20

სელენი

0.001

21

სპილენძი

1

22

სულფატები

500

23

სტიბიუმი

0.05

24

ტალიუმი

0.0001

25

ტიტანი

0.1

26

ტყვია

0.03

27

ტელური

0.01

28

პოლიფოსფატები

3.5

29

ფტორიდები

0.05

30

ქლორიდები

350

31

ქრომიCr(+6)

0.1

32

ციანიდები

0.1

33

ეთილენი

0.5

34

სზან (დეტერგენტები)

0.1

35

მეთანოლი

3

36

ჯამური ნახშირწყალბადები

0.3

37

ფორმალდეჰიდი

0.05

38

აცეტონი

2.2

39

ბუთილის სპირტი

0.1

40

ფენოლები

0.001

41

ბენზოლი

0.5

42

დინიტროტოლუოლები

0.5

43

დინიტრობენზოლები

0.5

44

საერთო ფოსფორი

2

45

საერთო აზოტი

15

 

 

შენიშვნა:

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მნიშვნელობებსა და კონკრეტული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის საფუძველზე შეთანხმებულ ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ ჩაშვების ნორმებს (შემდგომში − ზდჩ ნორმები) შორის განსხვავების შემთხვევაში (ასეთის არსებობისას), ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება შეთანხმებული ზდჩ ნორმების მნიშვნელობები, ხოლო ასეთი შეთანხმებული ზდჩ ნორმების არარსებობისას ან/და იმ საქმიანობებისთვის, რომელთაც არ უდგინდება ზდჩ ნორმები, გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების მნიშვნელობები.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.