დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18714 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 21/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016779 |
|
„დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 10 დეკემბრის №43074 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური ნორმების საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების, საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების შემუშავების მიზნით, შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი ბერაია – შემოსავლების სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე); ბ) ლევან წითელაშვილი – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); გ) ვახტანგ ლაშქარაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი; დ) მერაბ გამყრელიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; ე) ლევან დგებუაძე – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ვ) მერაბ არახამია – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ზ) დიმიტრი ლომაძე – საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფროსი; თ) ნინო მაისურაძე – დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ი) ირაკლი ბოლქვაძე – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; კ) შალვა კოპალეიშვილი – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე; ლ) რომან ბუღაძე – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მ) ლევან სირანაშვილი – მეთოდოლოგიის დეპარტამენტის აუდიტის და დავების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი (კომისიის მდივანი).“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები