დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.165.016508 |
|
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2025; 010250040.35.165.016504) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“. 2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“. 3. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება“. 4. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და“ვ“ ქვეუნქტები: „ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა.“. 5. რეგლამენტს დაემატოს 121 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 6. რეგლამენტს დაემატოს 141 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 141. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს: ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა; გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევს ან პირის დანიშვნაზე თანხმობას იძლევა საქართველოს პარლამენტი; დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ვ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; თ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში; კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე; ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში.“. 7. რეგლამენტის მე-15 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“ 8. რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას და გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.“. 9. რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე სიტყვით გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“. 10. რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“. 11. რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 2. საკრებულოს ბიურო: ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს; გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს; დ) ამტკიცებს (გარდა ახლად არჩეული საკრებულოს პირეველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარმოდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობების კვოტებს; ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას; ვ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 302 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციაში ატარებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიას; ზ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მუნიციპალიტეტის მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ; თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას; ი) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ; კ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; ლ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. 12. რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს წევრი (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.“. 13. რეგლამენტის „VI “ თავის ნუმერაცია შეიცვალოს „VI” თავით. 14. რეგლამენტის VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს ფრაქცია, საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია“. 15. რეგლამენტს დაემტოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 411. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია 1. საკრებულოს ბიუროს წარედგინება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. დაუშვებელია საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში საკრებულოს რომელიმე ფრაქციის წევრთა ნაწილის შეყვანა. 2. საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას. 3. საკრებულოს ფრაქციას, უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება. საკრებულოს უმრავლესობის დაშლის შემდეგ საკრებულოს ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს უმრავლესობის წევრთა ახალი სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში ატარებს. 4. საკრებულოს უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ, საკრებულოს ბიუროს ნებისმიერ დროს წარუდგინონ საკრებულოს უმრავლესობის წევრთა განახლებული სია. ეს სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. საკრებულოს ოპოზიციის წევრთა სიას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიის წარდგინებით, საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიის რეგისტრაციის ან საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სიაში ცვლილების შეტანის შემდეგ უახლოეს სხდომაზე რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო.“. 16. რეგლამენტის 42 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს ამ საკრებულოს პირველ სხდომას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი.“. 17. რეგლამენტის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად: ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით; გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.“. 18. რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია, მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 2 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები