საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 953-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.102819
953-IVმს-XIმპ
03/09/2025
ვებგვერდი, 05/09/2025
080000000.05.001.102819
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3813 მუხლი:

„მუხლი 3813. მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადება

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აუნაზღაურებია დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის მიღება, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტში მსჯავრდებულის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით მიღებული ფულადი თანხისა, ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მსჯავრდებულის სახელზე რეგისტრირებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებისა, ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მსჯავრდებულის საკუთრებად რეგისტრირებული ქონებისა, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის 1 თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებლის გადაცემა, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტში მსჯავრდებულის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფორმით გადაცემული ფულადი თანხისა, ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებისა, ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული, საკუთრებაში გადაცემული ქონებისა, აგრეთვე აღნიშნული მსჯავრდებულისთვის ისეთი უძრავი ქონების ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით გადაცემა, რომლით სარგებლობის საფასური (საბაზრო ღირებულება) საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას აღემატება, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

3 სექტემბერი 2025 წ.

N953-IVმს-XIმპ