დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.025286 |
|
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2013, 010220020.10.003.017424) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა 1. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე. 2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის თანათავმჯდომარე. 3. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 5. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 6. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე /მოადგილე − კომისიის წევრი. 7. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 8. საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − კომისიის წევრი. 9. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − კომისიის წევრი. 12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 13. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის წევრი. 15. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − კომისიის წევრი. 16. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − კომისიის წევრი. 17. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − კომისიის წევრი. 18. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი − კომისიის წევრი. 19. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი. 20. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი. 21. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 22. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 23. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 24. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსხორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი. 25. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი − კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები