„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.025289
396
04/09/2025
ვებგვერდი, 04/09/2025
010040000.10.003.025289
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №396

2025 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“:

1. მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37

1. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ბრძანებით.

2. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით, შეიძლება, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით და, მათ შორის, მოიცავს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე