დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 19/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.034.017619 |
|
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 020080160.22.034.016347) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები არიან: ა) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები; ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები; გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები; დ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები; ე) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები; ვ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები; ზ) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები; თ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები; ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მოსამსახურეები.“. 2. 1 31 − 1 34 მუხლები ამოღებულ იქნეს. 3. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).“. 4. მე-18 მუხლის: ა) 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი: „72. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შემდეგი ანბანური სერიის მქონე ოქმის ფორმების დამზადებასა და განაწილებას: ა) დანართი №35 – „სე“ ან „სვ“.“. 5. 181 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ადგილზე გამოტანილი, საჯარიმო ქვითარი/დადგენილება 24 საათში რეგისტრირდება და აღირიცხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის/დადგენილების ასლის ადრესატისთვის ჩაბარების, გამოქვეყნების ან/და აღსრულების ღონისძიებებს უზრუნველყოფს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ გასაჩივრების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. 6. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მათი ჩაბარების, გამოქვეყნების ან/და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლით დადგენილი დებულებები აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე, მათ შორის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადგილზე განხილვისას.“. 6. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე მუხლი: „მუხლი 26 1. საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №35) ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1763 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ხოლო უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I − ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე; ბ) ნაწილი II − საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა. 4. ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების დაკისრების შემთხვევაში ივსება საჯარიმო ქვითრის მხოლოდ I ნაწილი − ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე. 5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები სამართალდამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (ასეთის არსებობისას შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი ნომერი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − ჯარიმის ოდენობა; მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და მისამართი; მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის ხელმოწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ამასთან, მის მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის/იურიდიული პირის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი; ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის/იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 6. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, საბანკო კოდი, სახაზინო კოდი, მიმღები მოლარის ხელმოწერა, საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი. 7. საჯარიმო ქვითრის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 8. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელთან, ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 9. საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები, ჯარიმის გადახდის წესი და პირობები, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1763 მუხლით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის ვალდებულებები.“. 7. №20, №21, №22 და №23 დანართები ამოღებულ იქნეს. 8. №34 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №35 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 19 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები