დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 954-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 03/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.102814 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 ნაწილი: „222. დაზარალებულის კომპენსაცია − დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის პირდაპირ მიყენებული ქონებრივი ზიანის ამ კოდექსით დადგენილი წესით ანაზღაურება.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი: „მუხლი 501. პირი, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, უფლება აქვს: ა) ჰყავდეს ადვოკატი; ბ) გაეცნოს და მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები; გ) ბრალდების მხარეს წარუდგინოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება და შუამდგომლობით მოითხოვოს მისი სისხლის სამართლის საქმისთვის დართვა; დ) ადვოკატთან ერთად სასამართლოში მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში, მათ შორის, ადვოკატთან ერთად შეკითხვები დაუსვას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაკითხ მოწმეს; ე) სასამართლოს მისცეს ჩვენება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ დროს აღნიშნულ პირს აქვს მოწმის უფლებები და აკისრია მისი მოვალეობები; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ეგზემპლარი; ზ) სააპელაციო და საკასაციო წესებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.“. 3. 57-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ამ კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს დაზარალებულის კომპენსაცია;“. 4. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება.“. 5. 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე დანაშაულის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი, 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 1442 და 155-ე მუხლები, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 192-ე მუხლი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 2233 მუხლის პირველი ნაწილი, 226-ე, 235-ე, 2391 და 252-ე მუხლები, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 მუხლი, 262-ე მუხლის 11 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 და 317-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლი, 3222 მუხლის პირველი ნაწილი, 3301 მუხლის პირველი ნაწილი, 3312 მუხლი, XXXIX თავი, 343-ე, 3431 და 344-ე მუხლები, 3441 მუხლის პირველი ნაწილი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3813 და 405-ე მუხლები;“. 6. 151-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი: „32. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინებით ყადაღა ედება აგრეთვე ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებულ ქონებას.“. 7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1581−1584 მუხლები: „მუხლი 1581. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა 1. პირი, რომლის საკუთრებაშიც არის ყადაღადადებული ქონება (შემდგომ − ქონების მესაკუთრე), უფლებამოსილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პროკურორს და ითხოვოს ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. ყადაღადადებული ქონების მიზნობრივი განკარგვა შეიძლება განხორციელდეს როგორც მისი (ყადაღის ობიექტის), ისე პირის მიერ ამ ქონების მიზნობრივი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ფორმით. 2. ყადაღის პირის საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე დადების შემთხვევაში იგი (ამ ანგარიშის მესაკუთრე/განმკარგავი პირი) უფლებამოსილია ზიანის ასანაზღაურებლად ან სხვა მოტივირებული საფუძვლით მიმართოს პროკურორს და ითხოვოს აღნიშნულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. 3. პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს, მის ადვოკატს შორის წერილობით გაფორმებული თანხმობის დოკუმენტის საფუძველზე პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ყადაღადადებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე, აგრეთვე შუამდგომლობით ყადაღადადებულ საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე. 4. თანხმობის დოკუმენტის გაფორმების შემთხვევაში დგება თანხმობის შესახებ ოქმი (ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი), რომელშიც ასახულია პროკურორსა და ქონების მესაკუთრეს (საბანკო/ელექტრონული ანგარიშის მესაკუთრეს/განმკარგავ პირს) შორის მოლაპარაკების პროცესი. ამ ოქმის ასლი ქონების მესაკუთრესა და მის ადვოკატს გადაეცემა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. მუხლი 1582. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი 1. თუ პროკურორი და ქონების მესაკუთრე, მისი ადვოკატი ქონების მიზნობრივ განკარგვაზე შეთანხმდებიან, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართავს წერილობითი შუამდგომლობით ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე. 2. პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მესაკუთრის წერილობითი განცხადება და სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია შუამდგომლობის განხილვისთვის. ამ განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ ქონების მესაკუთრემ ნებაყოფლობით განაცხადა მისი განკარგვის თაობაზე და იგი სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. 3. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი. 4. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი მასალების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა შუამდგომლობა, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა მოთხოვნა კანონიერი. 5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან უკანონო დაპირების გარეშე; ბ) ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია; გ) ქონების მესაკუთრე სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს; დ) ქონების მესაკუთრემ მიიღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; ე) ის სრულად ასახავს მხარეთა შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობას. 6. მოსამართლე ვალდებულია ქონების მესაკუთრეს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული შეთანხმების აღსრულებას. 7. მოსამართლე შუამდგომლობას იხილავს ზეპირი მოსმენით, მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, თუმცა არ ზღუდავს სასამართლოსთვის 3 თვის შემდეგ ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას. 8. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად უნდა მიეთითოს განსაკარგავი ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მოცულობა, ქონების მიმღები პირის ვინაობა, გადაწყვეტილება ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. მუხლი 1583. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულება ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე სასამართლოს განჩინების აღსრულება სავალდებულოა აღსრულების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დაწესებულებისთვის (სუბიექტისთვის). იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს. მუხლი 1584. ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია 1. თუ ბრალდებულის მოძრავ ქონებას შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად ყადაღა ადევს და, იმავდროულად, ამ ქონების შენახვა მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს, პროკურორი უფლებამოსილია შუამდგომლობით მოითხოვოს ქონების კაპიტალიზაციის აუქციონის წესით გასხვისებით განხორციელება. 2. ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას იხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით, ამ კოდექსის 154-ე მუხლით დადგენილი წესით და იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს პროკურორს, ბრალდებულს, ბრალდებულის ადვოკატს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის მომენტიდან. 3. პროკურორის შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მოძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი. 4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განჩინება აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ქონების საშუალო საბაზრო ფასის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციას. 5. ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს. 6. ყადაღადადებული ქონების კაპიტალიზაცია დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, კაპიტალიზებულ ქონებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს. 7. ქონების გასხვისების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ისეთი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის თანახმად, ბრალდებულს ეს ქონება არ უნდა ჩამორთმეოდა, ამ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული/ამონაგები თანხა ბრალდებულს გადაეცემა.“. 8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი: „თავი XVII1 დაზარალებულის კომპენსაცია მუხლი 1653. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის საფუძველი 1. გამამტყუნებელი განაჩენით პირს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე. 2. ამ თავის მიზნებისთვის მსჯავრდებული არის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი. 3. ამ თავის გამოყენება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, დანაშაულის ჩადენის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც მან ამ თავით დადგენილი წესით, დაზარალებულის კომპენსაციის სახით მიიღო. 5. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებზე დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ბრალდების მხარე ყველა შესაძლებელ და გონივრულ ღონისძიებას/ზომას მიმართავს. მუხლი 1654. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება 1. გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შემდეგი თანამიმდევრობით ეკისრებათ: ა) მსჯავრდებულს − მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 1653 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიიღო; გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის; დ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 1653 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასყიდლით მიიღო, თუ მსჯავრდებულის ახლო ნათესავი ან სხვა პირი ამ ქონების მიღებასთან დაკავშირებით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ე) ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის; ვ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს − იმ ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3813 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს − იმავე ნაწილით გათვალისწინებული ქონებიდან და სატრანსპორტო საშუალებიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ახლო ნათესავის ან სხვა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. 5. მსჯავრდებულისა და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სახელით ან მათ სასარგებლოდ დაზარალებულის კომპენსაცია მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერმა პირმა შეიძლება გადაიხადოს. თუ ამ პირმა დაზარალებულის კომპენსაციის ნაწილი გადაიხადა, მის მიერ გადახდილი დაზარალებულის კომპენსაციის ეს ნაწილი დაზარალებულის კომპენსაციაში ჩაითვლება. მუხლი 1655. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებია: ა) იმ ქონებაზე ყადაღის დადება, რომლითაც, ამ თავის შესაბამისად, დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი; ბ) მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა. მუხლი 1656. ქონებაზე ყადაღის დადება 1. თუ დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე, დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად ყადაღა ამ კოდექსის 1654 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის ქონებას ედება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის ქონებას ყადაღა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის პროპორციულად უნდა დაედოს. მუხლი 1657. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა 1. გამამტყუნებელი განაჩენით მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მსჯავრდებული ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი 10 000 ლარს აღემატება), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე ან 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ბ) მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია; გ) დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე. 2. მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება 16 წლის ვადით. 3. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა გამოიანგარიშება: ა) სასჯელის სახით შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევაში − მისი მოხდის მომენტიდან; ბ) პირობითი მსჯავრის გამოყენების ან არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების შემთხვევაში − განაჩენის გამოტანის მომენტიდან; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − მოსახდელი სასჯელის მოხდის მომენტიდან; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე ან 73-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მომენტიდან. 4. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების მონიტორინგს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო. მუხლი 1658. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმება 1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა უქმდება, თუ მსჯავრდებულმა გადაიხადა დაზარალებულის კომპენსაცია ან დაზარალებული წერილობით აცხადებს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე. 2. თუ მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვას აუქმებს სასამართლო, ხოლო თუ აღნიშნული საფუძველი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ გამოვლინდა, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა ამ კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით უქმდება.“. 9. 260-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებისა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვის საკითხს;“. 10. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი 1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებისა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველი და მოტივები. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. 2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებისა და მისი გადახდის უზრუნველყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვის, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.“. 11. 274-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებისა და მისი გადახდის უზრუნველყოფად საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ;“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს დაზარალებულის კომპენსაციის ოდენობა, ქონება, რომლითაც დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ჯეროვნად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად.“. 12. 292-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს აგრეთვე ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.“. 13. მე-300 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს აგრეთვე ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.“. 14. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) წარდგენილია ამ კოდექსის 1658 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.“. მუხლი 2 1. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამოძიება დაწყებული არ არის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს ამ კანონით დადგენილი წესით დაეკისრებათ დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება და შეეფარდებათ მისი გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 2. იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამოძიება დაწყებულია და რომელიც სასამართლოს განსახილველად გადაცემული არ აქვს ან რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის სასამართლოს გადაცემული აქვს და რომელსაც პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს, ბრალდების მხარე ვალდებულია დაზარალებულისთვის პირდაპირ მიყენებული ქონებრივი ზიანის შესაფასებლად ყველა შესაძლებელ და გონივრულ ღონისძიებას/ზომას მიმართოს. 3. იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამოძიება დაწყებულია და რომელიც სასამართლოს განსახილველად გადაცემული არ აქვს ან რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის სასამართლოს გადაცემული აქვს და რომელსაც პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება. 4. იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მესამე ინსტანციის სასამართლოს აქვს გადაცემული, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ და მისი გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ეფარდებათ. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 3 სექტემბერი 2025 წ. N954-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები