„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 05/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016152
024
05/09/2025
ვებგვერდი, 05/09/2025
110060020.70.082.016152
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №024

2025 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის №015 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 6 მაისის  №015 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060020.70.082.016027) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

ა) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს  უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

5. სამმართველოს  უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამმართველოს  საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. სამმართველოს  უფროსის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება  თბილისის პროკურორის მიერ.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე