„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017592
1107
24/09/2025
ვებგვერდი, 24/09/2025
010320020.22.027.017592
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1107

2025 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.017152) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

2. 91 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ადმინისტრაციის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში  –  მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო დეპარტამენტის ყველა აღნიშნული თანამდებობის პირის არყოფნის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.“.

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია