„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017624
95
09/09/2025
ვებგვერდი, 09/09/2025
140030000.22.034.017624
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №95

2025 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საგამოძიებო მთავარი სამმართველო;“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.დ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) „ე.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ვ) „ვ.ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ზ) „ზ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.თ) „თ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ი) „ი.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი 131

1. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ქ. თბილისის I საგამოძიებო სამსახური;

ბ) ქ. თბილისის II საგამოძიებო სამსახური;

გ) მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამსახური;

დ) ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახური;

ე) შიდა ქართლის საგამოძიებო სამსახური;

ვ) სამცხე-ჯავახეთის საგამოძიებო სამსახური;

ზ) კახეთის საგამოძიებო სამსახური;

თ) იმერეთის საგამოძიებო სამსახური;

ი) გურიის საგამოძიებო სამსახური;

კ) აჭარის საგამოძიებო სამსახური;

ლ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საგამოძიებო სამსახური.

2. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების ჩატარება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით იძულების ღონისძიებათა გამოყენება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიების/ოპერატიული საქმიანობის/პატრულირების განხორციელებისას ცხელ კვალზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული სატრანსპორტო საშუალებების ძებნისა და დადგენის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება ან მათში მონაწილეობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;

დ) კომპეტენციას მიკუთვნებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა (მონაცემების შეგროვება/დამაგრება/მოპოვება) და ინფორმაციის ასახვა ცნობაში და შესაბამის ბარათში;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 9 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე