რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 30/12/1992
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 12, 31/12/1992
სარეგისტრაციო კოდი 000000420.02(0).000.000453
1151
30/12/1992
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 12, 31/12/1992
000000420.02(0).000.000453
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №1151

1992 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს შექმნის შესახებ

„სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონიდან გამომდინარე და საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ოქმის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მუდმივი წარმომადგენლობა ქ. მოსკოვში და მის ბაზაზე შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში.

2. ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში მუდმივი წარმომადგენლობის სამართალმემკვიდრედ.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                  თ. სიგუა