„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016095
05/27
11/09/2025
ვებგვერდი, 11/09/2025
040030000.22.088.016095
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/27

2025 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 22 ივლისის №05/23 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016091) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის: ბოლნისის მუზეუმი, მცხეთის მუზეუმი, ონის მუზეუმი და პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია. პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) ონის მუზეუმი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე