დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.017397 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 აგვისტოს №97 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/08/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სისხლის ბანკი 1. სისხლის ბანკის მიზანია მიიღოს და შეინახოს დამზადებული სისხლი და სისხლის კომპონენტები. მართოს სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგები და გასცეს ის ტრანსფუზიის მიზნით. 2. სისხლის ბანკის ძირითადი ფუნქციებია: ა) ჰოსპიტალის სისხლის კომპონენტებით მომარაგების ხელშეწყობა; ბ) მიიღოს და შეინახოს დამზადებული სისხლი და სისხლის კომპონენტები შემდგომ გამოსაყენებლად; გ) მართოს სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგები; დ) განახორციელოს სისხლისა და მისი კომპონენტების პრეტრანსფუზიური ტესტირება (დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის ტესტირება); ე) სისხლის გადასხმის პროცედურის უზრუნველყოფა.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები