დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 22/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025299 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010240030.10.003.024359) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ11“- „ჰ17“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს;“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“; ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო დეპარტამენტი;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „პ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ - „პ2“ ქვეპუნქტები: „პ1) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) მოძრავი აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნების შესაბამისად გაცემაზე/ განაწილებაზე კონტროლი; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; პ2) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე კონტროლი;“; ა.ბ) „ჟ“ - „ფ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.გ) „ყ“ -„ჩ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტის: ბ.ა) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ს“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვის უზრუნველყოფა;“. გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საერთაშორისო დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, მათი განხორციელების, ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინაცია; ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; თ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ი) უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების აღსრულების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოებს/კომისიებსა და/ან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; კ) საერთაშორისო დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; დ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი: „61. სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება, განათლებისა და მეცნიერების სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით; გ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; დ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში; ე) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება; ვ) სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობების/პროექტების/პროგრამების ეფექტიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების პერიოდული შეფასება, ადგილობრივი კვლევების, საერთაშორისო შეფასებებისა და სხვა რელევანტური დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე; ზ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობების/ პროექტების/პროგრამების განხორციელების რისკებისა და დამატებითი საჭიროებების პროგნოზირება; თ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების/პროექტების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა/ კოორდინაცია; აღნიშნული პროექტების/პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მათი აღსრულების მონიტორინგი; ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანასწორობის პოლიტიკის განვითარებისა და მისი ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა; კ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისათვის საჭირო სერვისების დანერგვის/მიწოდების კოორდინაცია; ლ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, თანასწორობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობით სერვისების ეფექტიანად განვითარებისა და განხორციელებისათვის; მ) სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ე) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 22 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები