დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 17/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.16.009.016764 |
|
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:
ა) მე-18 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი: „მუხლი 181. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება 1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, კომისიის თანხმობით, გააუქმოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადი მხოლოდ შემდეგ მოცემულ შემთხვევებში: ა) თუ სისტემის ოპერატორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნილი მიერთების შესრულება აშკარად შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობიდან გამომდინარე; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება მიერთების განაცხადის გაუქმების შესახებ, სისტემის ოპერატორთან კვლავ შევიდა განაცხადი ამ ობიექტის ქსელზე მიერთების მოთხოვნით და კვლავ არსებობს აღნიშნული განაცხადის გაუქმების საფუძველი ან გამომწვევი გარემოება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება ძალაში შედის კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე. აღნიშნული განაცხადის გაუქმება იწვევს ამ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის ბათილობას. 3. სისტემის ოპერატორმა შეიძლება მიმართოს კომისიას განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნით მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული გარემოების არსებობის შემთხვევაში. სისტემის ოპერატორმა აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაურთოს სამუშაოების განხორციელებისა და მოთხოვნილი მიერთების განხორციელების მცდელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობის სათანადო დასაბუთებასთან ერთად. აღნიშნული განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს). 4. კომისია, სისტემის ოპერატორის განცხადებას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების საფუძვლის შესწავლის მოთხოვნაზე, განიხილავს საჯარო სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას განაცხადის გაუქმებაზე დათანხმების ან უარის შესახებ. 5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი მიერთების საფასური, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმებაზე კომისიის თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“; ბ) 21-ე მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებულ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროს და უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-12 პუნქტები: „11. სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით პიკური დატვირთვის 20%-ის ათვისებამდე, სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარია 500 კილოვატი. 12. როგორც ერთი აბონენტის, ასევე მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრულ (დასაშვებ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრეს.“; ბ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. 2027 წლის პირველ იანვრამდე მიერთებულ, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე ვრცელდება საცალო ბაზრის წესებით განსაზღვრული ანაზღაურების ის პირობები, რომელიც მოქმედებდა ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომენტისთვის, კერძოდ: ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა მაშინ, როდესაც სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი ათვისებული იყო – მის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე გავრცელდება საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო დარიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმი; ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა მაშინ, როდესაც სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი არ იყო ათვისებული – მის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე გავრცელდება საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმი; გ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს უფლება აქვს წერილობით მოითხოვოს ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ ანგარიშსწორების რეჟიმზე გადასვლა, რომელიც მოქმედებს მოთხოვნის წარდგენის მომენტისთვის.“. ბ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. მომხმარებელთა ჯგუფმა შესაძლოა ისარგებლოს საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო დარიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმით (ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური და მომხმარებელი (ან მომხმარებელთა ჯგუფი) მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს.“; ბ.ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ წესებით არ იზღუდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მისი მფლობელი მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მიერ. შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის, აგრეთვე მომხმარებელთა ჯგუფის წევრის ან/და მომხმარებელთა ჯგუფის წევრებს შორის არსებული შეთანხმების ცვლილება შესაძლებელია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. ამასთან, როგორც ერთი აბონენტი ,აგრეთვე მომხმარებელთა ჯგუფი არ შეიძლება ერთდროულად სარგებლობდეს გამანაწილებელ ქსელში გადადინებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე განსაზღვრული, ამ წესებით გათვალისწინებული სხვადასხვა ფინანსური რეჟიმით (ერთდროულად სარგებლობდნენ ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეჟიმებით).“; ბ.ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაუშვებელია გამანაწილებელ ქსელთან 100 კილოვატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება ან უკვე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის გაზრდა 100 კილოვატზე მეტ დადგმულ სიმძლავრემდე, როდესაც სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება, ამავე გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის 20 პროცენტს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 18 პროცენტის ათვისების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელ კომისიას.“; ბ.ზ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის გაზრდა დასაშვებია: ა) არაუმეტეს 500 კილოვატ დადგმულ სიმძლავრემდე, საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების პირობით – თუ სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი არ არის ათვისებული. ამასთანავე, აღნიშნული ზღვარის ათვისების შემდგომ დაუშვებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურზე დადგმული სიმძლავრის გაზრდა და ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმით სარგებლობა; ბ) არაუმეტეს 100 კილოვატ დადგმულ სიმძლავრემდე, საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო დარიცხვის ანგარიშსწორების პირობით – თუ სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი ათვისებულია.“; ბ.თ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პიკური დატვირთვის პროცენტის ათვისების, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი დადგმული სიმძლავრის დასაშვები ზედა ზღვარის ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაავრცელოს მის ვებგვერდზე.“; ბ.ი) 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი: „102. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის, სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში წლიური პიკური დატვირთვის სიდიდეს წარმოადგენს საანგარიშო წლის წინა წლის გამანაწილებელ ქსელში წლიური პიკური დატვირთვა, ხოლო სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე იანგარიშება: გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრისა და სისტემის ოპერატორის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელ ქსელთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების შესახებ“ განაცხადებით მოთხოვნილი დადგმული სიმძლავრის ჯამით, სადაც გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის მონაცემი ფორმირდება წესების 222 მუხლით გათვალისწინებული დადგმული სიმძლავრის დადასტურების შესახებ შესაბამისი დასკვნის/აქტის საფუძველზე.“; გ) 22-ე მუხლის: გ.ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს ინფორმაცია: ა) ამ მომხმარებლის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრისა და წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დასაშვები დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარის შესახებ; ბ) განაცხადის შესრულების ბოლო ვადის და ვადის გადაცილების შემთხვევაში კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულების შესახებ; გ) იმ ანგარიშსწორების რეჟიმის (ნეტო აღრიცხვა ან ნეტო დარიცხვა) შესახებ, რომლითაც ისარგებლებს აღნიშნული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი.“; გ.ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება წესების 21-ე მუხლის პირველი ან 11 პუნქტით განსაზღვრულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დასაშვებ დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, მათ შორის, როგორც ერთი აბონენტის, ასევე მომხმარებელთა ჯგუფის შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნულ ზედა ზღვარს;“; გ.გ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 100-დან - 500 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის მომენტში ათვისებულია სისტემის ოპერატორისათვის წლიური პიკური დატვირთვის წესების 21-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი.“; დ) 221 მუხლის: დ.ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა იმ დროს, როდესაც სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზღვარი არ იყო ათვისებული და მის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიაზე ვრცელდება საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმი, აღნიშნული ზღვარის ათვისების შემდგომ ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურზე დადგმული სიმძლავრის გაზრდა და ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების მექანიზმით სარგებლობა დაუშვებელია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის ათვისების შემდგომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურმა გაზარდა დადგმული სიმძლავრე და აღნიშნული სადგური სარგებლობს ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების პირობით, ამ ფაქტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და ჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები.“; დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტის დაფიქსირებისთანავე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს წერილობით როგორც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს, ასევე შესაბამის მიმწოდებელს და კომისიას. ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მინიჭებამდე ელექტროენერგიის წარმოების საშუალების მფლობელი მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი ვეღარ ისარგებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და შესყიდვის პირობებით (საცალო ბაზრის წესების 31-ე, 45-ე და 451 მუხლით დადგენილი პირობებით), ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში აღნიშნული სადგურის მფლობელმა მომხმარებელმა ახალი განაცხადით უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს.“; ე) 221 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 222 მუხლი: „მუხლი 222. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების სიმძლავრის აღრიცხვა 1. გამანაწილებელი ქსელის სწორი მართვა-დაგეგმარების მიზნით სისტემის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს გამანაწილებელ ქსელში ჩართული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების სიმძლავრის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და მონიტორინგი, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება 50 კილოვატზე ნაკლები დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებაზე, აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების იმ საშუალებაზე, რომელიც რეგისტრირებულია საბითუმო ბაზარზე. 3. 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) მფლობელი მომხმარებელი, ვალდებულია ქსელთან მიერთების განაცხადს თან დაურთოს და, ამ მუხლით დადგენილი წესით, სისტემის ოპერატორთან პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ. 4. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება ხდება „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების შესახებ“ დასკვნის/აქტის საფუძველზე. აღნიშნული დასკვნა/აქტი უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობისა და შიდა ქსელზე დაერთების ნაწილს, ასევე ინფორმაციას ამ წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის, სარეზერვო ან/და რემონტში გაყვანილი სიმძლავრეების თაობაზე. 5. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრე შესაძლებელია დადასტურდეს როგორც აკრედიტირებული პირის დასკვნით, ასევე სისტემის ოპერატორის მიერ, მისი წარმომადგენლის მიერ ადგილზე დათვალიერების საფუძველზე შედგენილი აქტით. 6. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ ინფორმაციის განახლების მიზნით სისტემის ოპერატორს, ყოველ მესამე წელს, 1 იანვრიდან - 1 აპრილამდე უნდა წარედგინოს არსებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ აკრედიტებული პირის მიერ არაუმეტეს ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული დასკვნა. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება არ არის საჭირო, თუ ბოლო დადასტურებიდან 1 აპრილამდე არ არის გასული ერთი წელი. 7. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებელს მოსთხოვოს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ ინფორმაციის განახლება, თუ მრიცხველზე აღრიცხული მონაცემებით ან სხვა აშკარად გამოხატული გარემოებებით არსებობს გონივრული ეჭვი ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის ცვლილების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს სააბონენტო ბარათზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ განახლებული ინფორმაცია ან სიმძლავრის დადასტურების მოთხოვნა სისტემის ოპერატორს მომხმარებლის მიერ უნდა წარედგინოს აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში. 8. როდესაც ადგილი აქვს 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას, თუმცა განმცხადებლის მიერ განაცხადით მიმართვის დროს ვერ დასტურდება ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების განაცხადით მოთხოვნილი დადგმული სიმძლავრე, ასეთ შემთხვევაში „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების შესახებ“ აკრედიტებული პირის დასკვნა სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს მიერთების სამუშაოების დასრულებიდან 8 თვის ვადაში. 9. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნის წარდგენის ვადის დადგომამდე ორი თვით ადრე, ხოლო მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 2 კვირით ადრე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააფრთხილოს მომხმარებელი დასკვნის წარუდგენლობის შედეგების თაობაზე. აღნიშნული დასკვნის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია სამი თვის ვადაში თავად განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება და შეადგინოს შესაბამისი აქტი (შემოწმების ზუსტი თარიღის შესახებ 10 დღით ადრე, მომხმარებლისთვის შეტყობინების შემდეგ). ამ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მფლობელ მომხმარებელს ერთჯერადად მოსთხოვოს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის არაგეგმურად დადასტურებისთვის საჯაროდ გამოცხადებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. 10. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურებისთვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება დადგმული სიმძლავრის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გაწეული მომსახურების ხარჯს და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ გეგმური მოგების ნორმის გონივრულ ოდენობას. 11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში სისტემის ოპერატორთან არ იქნა წარდგენილი აკრედიტებული პირის დასკვნა, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი განზრახ არ დაუშვეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დასადგენად, ამ ფაქტის დაფიქსირების მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და მასზე ვრცელდება წესების 221 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამ შემთხვევაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის აღდგენა არ ხდება და ელექტროენერგიის წარმოების საშუალების მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში აღნიშნული სადგურის მფლობელმა მომხმარებელმა ახალი განაცხადით უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს, ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 12. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე ნაკლებია სისტემის ოპერატორის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ დადგმულ სიმძლავრეზე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, 8 თვის ვადაში დაადასტუროს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორთან არ იქნა წარდგენილი განახლებული ინფორმაცია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ბოლოს დაფიქსირებული სიმძლავრის (მონაცემის) მიხედვით, რის საფუძველზეც სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის შესახებ შესაბამის დასკვნაში ან აქტში მითითებული მონაცემების საფუძველზე, განაახლოს აღნიშნული სადგურის დადგმული სიმძლავრის, აგრეთვე ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით ათვისების შესახებ საჯარო ინფორმაცია. 13. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მფლობელ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების შესახებ ინფორმაცია. 14. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნის სისტემის ოპერატორთან წარდგენა ან სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ აქტის მომზადება უთანაბრდება წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ სისტემის ოპერატორის ინფორმირებას, ამ წესების 201 და 221 მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.“; ვ) 691 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 691. მოქმედების სფერო ეს თავი განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის (გარდა 500 კილოვატის და ნაკლები დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საშუალების) გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მიერთებისთვის გამანაწილებელი ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს და აწესრიგებს სისტემის ოპერატორსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს შორის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“; ზ) 70-ე მუხლის მე-20 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე – 26-ე პუნქტები: „21. 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (გარდა საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისა) მფლობელი მომხმარებელი, რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე, ვალდებულია 2026 წლის პირველ აპრილამდე სისტემის ოპერატორს წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნა/აქტი, ამ წესების 222 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო წარუდგენლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა უნდა იმოქმედოს წესების პირობების შესაბამისად, მათ შორის, ამავე 222 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით. 22. 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (გარდა საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისა) მფლობელი მომხმარებელი, რომლის მიერთების განაცხადი შესრულების პროცესშია 2025 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ვალდებულია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნა/აქტი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს მიერთების სამუშაოების დასრულებიდან 8 თვის ვადაში, ამ წესების 222 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო წარუდგენლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა უნდა იმოქმედოს წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მათ შორის, ამავე 222 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით. 23. ამ მუხლის 21-22-ე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2025 წლის პირველ ნოემბრამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის შესახებ განახლებული ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობის და აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობის შედეგების შესახებ. 24. გამანაწილებელ ქსელთან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე მიერთებულ იმ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებლებზე, რომლებზეც ვრცელდება ამ მუხლის 21-ე პუნქტის მოთხოვნები, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ამ მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნა/აქტში მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობა და მის საფუძველზე განაახლოს აღნიშნული სადგურის დადგმული სიმძლავრის და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების შესახებ მონაცემები. 25. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვის და მის შედეგად ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან გათავისუფლების პირობით ისარგებლოს 2033 წლის პირველ იანვრამდე. 26. ამ მუხლის 25-ე პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები