„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017398
111
24/09/2025
ვებგვერდი, 25/09/2025
120010000.22.026.017398
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №111

2025 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016682) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით, თავდაცვის გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში სრული სპექტრის ოპერაციების წარმოება, დაქვემდებარებული ერთეულების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;“.

2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარდლის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სარდლის მოადგილე ან სარდლობის შტაბის უფროსი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში სარდლობის სამხედრო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი