ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის N1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის N1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-65. 65252612
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016023
გ-65. 65252612
18/09/2025
ვებგვერდი, 19/09/2025
000000000.00.121.016023
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის N1 ქუჩისთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-65. 65252612

2025 წლის 18 სექტემბერი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ

 ქვედა მუქედის1 ქუჩთვის გურამ იობიძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბერის  სხდომის ოქმი №48-იდან ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვედა მუქედის  №1  ქუჩას (4 ჩიხის ჩათვლით)  მიენიჭოს გურამ იობიძის სახელი (რუკა თან ერთვის). 

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების (აბრების, ფირნიშების დამზადება და გავრცელება) გატარება.

3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   ალექსანდრე ლილუაშვილი