დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016071 |
|
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
საკრებულოში შემოსულია მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივა ქალაქ გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროსთან არსებული უსახელო ქუჩის, რომლის I მონაკვეთის – სიგრძეა 807 მ, კოორდინატები: საწყისი X=426232.767 Y=4648898.1323 საბოლოო X=426232.767, Y=4648898.1323; II მონაკვეთის – სიგრძეა 242 მ, კოორდინატები: საწყისი X=426560.6806 Y=4649235.3807, საბოლოო X=426585.6744, Y=4649472.5505 ქართველი კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის ჯემალ ბეგლარიშვილის სახელის მინიჭების თაიბაზე.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის №48 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად: 1. ქალაქ გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროსთან არსებულ უსახელო ქუჩას ეწოდოს ჯემალ ბეგლარიშვილის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი სერგო ჯორბენაძის ქ.№30). საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები