დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ოქტომბრის N29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016212 |
|
„კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ოქტომბრის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ოქტომბრის №29 ბრძანებით დამტკიცებულ „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია უკვე ასახულია მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემაში, გამოცდაზე დასაშვებად მეზღვაურმა სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო) უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: ა) შესაბამისი განცხადება; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედნის წარდგენით; გ) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ასლი დედნის წარდგენით; დ) ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული ბიომეტრიული ფერადი ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ დაბეჭდილი ან/და ელექტრონული; ე) სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მოქალაქის პასპორტის ასლი დედნის წარდგენით; ზ) მოქმედი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა; თ) მოქმედი სავალდებულო წვრთნისა და მომზადების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატები; ი) უკვე მიღებული კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) გამოცდაზე დასაშვებად კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ბ) წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კითხვათა ბაზის ვალიდაციის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში.“. გ) წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც მითითებულია მეზღვაურის განაცხადში (ნაოსნობის რაიონი, გემის საერთო ტევადობა ან სიმძლავრე და სხვა). გ) საჭიროების შემთხვევაში, მეზღვაურის კომპეტენციის დასადგენად იყენებს დამხმარე ნახაზებს, დიაგრამებს, ხელსაწყოებს, პუბლიკაციებს, ვიდეომასალებს, მათ შორის, კომპიუტერულ ტესტურ გამოცდაზე მეზღვაურის მიერ მიღებულ მცდარ პასუხებს და სხვა. აგრეთვე, უფლებამოსილია კანდიდატისგან მოითხოვოს პასუხები დიაგრამული ფორმით ან შეავსოს მარტივი გამოთვლები, რომელიც აუცილებელია კანდიდატის კომპეტენციის შესამოწმებლად მართვის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების ასპექტებში და რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის კომპეტენციასთან.“; დ) წესს დაემატოს შემდეგი შინააარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. ზეპირი გამოცდის კითხვათა ბაზის ფორმირება, მათი განახლება და ვალიდაცია 1. სააგენტო მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს ზეპირი გამოცდის კითხვათა ბაზის განახლებასა და ვალიდაციას. 2. ზეპირი გამოცდის კითხვათა ბაზის განახლება ხორციელდება ჩატარებული გასაუბრების ანალიზის საფუძველზე. ანალიზის მეშვეობით დგინდება კითხვის სირთულე, რის შედეგადაც არარელევანტული/მოძველებული კითხვა იცვლება ახალი კითხვით. 3. კითხვათა ბაზის განახლება/ვალიდაციის პროცესში უფლებამოსილი პირები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით. 4. კითხვათა ბაზის ვალიდაციის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში. 5. კითხვათა ბაზის კონფიდენციალურობაზე, სისრულესა და დაცულობაზე პასუხისმგებელია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირები.“; ე) წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სავახტო თანაშემწე.“; ვ) წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ი“ და „კ“ქვეპუნქტები: „ი) სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი/მატროსი; კ) სამანქანე განყოფილების რიგითი/მოტორისტი.“; ზ) წესის მე-10 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ზეპირი გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 60 წუთით. 12. ზეპირი გამოცდის პროცესში კითხვების გენერირება და შეფასების სისტემა ხორციელდება მეზღვაურთა დოკუმენტმართვის სისტემის ელექტრონულ მოდულში. ზეპირი საგამოცდო კომისიის წევრი მეზღვაურის კომპეტენციას აფასებს ამ ელექტრონულ მოდულში ჩაშენებული მეზღვაურის ზეპირი გამოცდის ინდივიდუალური შეფასების ფურცელში, რომელიც დამტკიცებულია №11-№26 დანართებით. ზეპირი გამოცდის პროცესში ინდივიდუალური შეფასების ფურცელთან ერთად გამოიყენება შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისთვის შემუშავებული რანგის მოდული.“; თ) წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. მეზღვაურს შედეგი ეცნობება ზეპირი გამოცდის დასრულების შემდეგ, რომელსაც ადასტურებს ზეპირი გამოცდის ინდივიდუალურ შეფასების ფურცელზე ხელმოწერით.“; ი) წესის მე-11 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეზღვაური გამოცდაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს სულ ექვსჯერ თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ექვსი მცდელობიდან ვერც ერთხელ ვერ ჩააბარებს ტესტირებას ან/და ზეპირ გამოცდას, – გამოცდაზე გასვლის უფლება შეუწყდება 6 (ექვსი) თვის ვადით, ბოლო გამოცდის დღიდან. „4. თუ მეზღვაური ვერ გაივლის განმეორებით ზეპირ გამოცდას, მას შეუძლია შემდეგი ზეპირი გამოცდის გავლა მხოლოდ 10 სამუშაო დღის შემდეგ.“; კ) წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მეზღვაური ასაჩივრებს ტესტირების შედეგს, ხოლო ტესტირების შედეგების ხელმეორედ შეფასებისას საპრეტენზიო კომისია დაადგენს, რომ კანდიდატმა დააკმაყოფილა ტესტის ჩასაბარებლად წინამდებარე წესით დადგენილი ზღვარი, ოფიცერი დაიშვება ზეპირ გამოცდაზე.“; ლ) წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმები ინახება სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველოში. ინდივიდულუარი შეფასების ფურცელი ინახება მეზღვაურის პირად საქმეში.“. მ) წესის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტები: „4. დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობის შემთხვევაში, ზეპირი გამოცდის ჩატარება შესაძლებელია დისტანციური ფორმატით, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე რომ სრულად იყოს დაცული პროცედურის გამჭვირვალობა და ობიექტურობა. 5. ზეპირი გამოცდის დისტანციური ფორმატით ჩატარებისას, გამოსაცდელი მეზღვაური უნდა იმყოფებოდეს გასაუბრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც განთავსებულია სააგენტოში, ხოლო გასაუბრების კომისიის წევრები დისტანციურად ერთვებიან გასაუბრების პროცესში ვიდეოკონფერენციის საშუალებით, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების გამოყენებით.“. ნ) ამოღებულ იქნეს №27 და №28 დანართები. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები