„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/09/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016609
15
22/09/2025
ვებგვერდი, 23/09/2025
010260020.35.159.016609
„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 22 სექტემბრი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 მაისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 31/05/2024; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016574) და

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები  

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

გ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვა;

დ) წინადადებების შემუშავება კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და ქალთა უფლებების დაცვის  საკითხებზე;

ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ზ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების შემუშავება;

თ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება;

კ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა;

ლ) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

მ) წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ნ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა;

ო) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება:

ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვა;

დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვა;

ზ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

თ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ი) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;

კ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება;

მ) ახალგაზრდულ საკითხებზე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

ნ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

ო) ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ფიზიკურ პირებთან და ახალგაზრდული საქმიანობის სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

პ) არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა;

ჟ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, წინადადებათა შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა, მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელების კონტროლი/პოლიტიკის შემუშავება;

ს) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ინფორმირება;

უ) მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტების შემუშავება და მათი განხორციელება;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3. დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში:

ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ზ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვისა და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო ვალდებულებების შესრულების, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმების ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების  ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;

ი) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით, შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

კ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

მ) ქალთა უფლებების დაცვის მიზნით, წინადადებების შემუშავება და  მათი უფლებების დასაცავად  შესაბამისი  რეაგირების ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე