დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016610 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 14/03/2019, 190020020.35.159.016361) და ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი 1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
1. დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაცვალების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მომართვისას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას 300 ლარის ოდენობის თანხით. ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა (გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულის შემთხვევაში – რამდენიმე მეზობელმა, მათ შორის, მერის წარმომადგენლის ხელმოწერილი, ერთობლივი განცხადებით) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.დ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან წერილობითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი პირის გარდაცვალების ცნობის თაობაზე; ა.ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; ბ) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოგენილ ანგარიშის ნომერზე.“. 2. დანართი №1-ის მე-5 მუხლის მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, უსინათლო, ყრუ ან/და მეტყველების უნარის არმქონე მოქალაქეს დახმარება გაეწევა 100 ლარის ოდენობით. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“. 3. დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ: ა) მხედველობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე ასაკის უსინათლო ბენეფიციარებს – 160 ლარის ოდენობით; ბ) მხედველობის მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 130 ლარის ოდენობით; გ) ყრუ და მეტყველების უნარის არმქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს – 130 ლარის ოდენობით; დ) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: დ.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; დ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ.გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი; დ.დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; ე) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები