„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016212
15
23/09/2025
ვებგვერდი, 24/09/2025
010240030.22.037.016212
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
 
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის

ბრძანება №15

2025 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №2 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 08/05/2025, 010240030.22.037.016198) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;“.

2. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 18 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი