,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/09/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.159.016608
14
22/09/2025
ვებგვერდი, 23/09/2025
010260020.35.159.016608
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 22 სექტემბერი

ქ. მარნეული

 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის 02 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 11/02/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016442) და

1. დადგენილების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე; ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფარით უზრუნველყოფა; ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით, პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე