დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60-71 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017360 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 05/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017309) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 27) განხორციელების წესის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია 1. მომსახურების მაძიებელი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს მხოლოდ ერთ მიმწოდებელს შემდეგი დოკუმენტაციით: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადი; ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის არსებობის შემთხვევაში: გ.ა) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი და განსაზღვრავს მის უფლებამოსილებას; გ.ბ) წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. განმახორციელებელი უფლებამოსილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ვერიფიკაციის ან აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის იდენტიფიკაციისთვის ისარგებლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრით“ გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის უფლებით, ელექტრონული სახით. 3. მიმწოდებელი ვალდებულია, განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად მიმართოს შემფასებელს, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას და ასისტირების ტიპს. განმცხადებელს ასევე ეცნობება წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის შესახებ. 4. მომსახურების მაძიებელი პირის შეფასების შემდგომ შემფასებელი გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს მიმწოდებელთან. 5. მიმწოდებელი წერილობით მიმართავს განმახორციელებელს მომსახურების მაძიებელი პირის ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, რასაც თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. 6. განმახორციელებელი იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებლის მოსარგებლედ/მომლოდინედ რეგისტრაციის ან პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობებათ განმცხადებელსა და მიმწოდებელს. 7. თითოეული მომსახურების მაძიებელი მომლოდინე პირთა სიაში შესაძლებელია განაწილებული იყოს მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ქვეპროგრამის განმახორციელებელისთვის მიწოდებულ მომლოდინეთა სიებში პირი დაფიქსირებულია ერთზე მეტ მიმწოდებელთან, მას მიეცემა შესაძლებლობა, აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი დაწესებულება. 8. თუ მომლოდინე თვლის, რომ მიმწოდებელთან სერვისის მიღების მსურველთა რიგი დიდია, უფლება აქვს შეცვალოს და ახალი განცხადებით მიმართოს იმ მიმწოდებელს, რომელშიც სურს გადასვლა. აღნიშნულის შესახებ ატყობინებს დაწესებულებას, რომლის მომლოდინე პირთა სიაშიც აქამდე ირიცხებოდა. 9. მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში მომლოდინეთა ქვეპროგრამაში ჩართვა განხორციელდება მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების რიგითობის მიხედვით. 10. თუ მიმწოდებელი წერილობით აცნობებს განმახორციელებელს, რომ არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ასისტენტი მომლოდინესთვის, რომელსაც რიგითობით უწევს მომსახურების მიღება და ამისათვის გამოყოფილია ფინანსური რესურსი, რიგი გადადის მომლოდინეთა სიაში მყოფ შემდგომ პირზე. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, თავად უზრუნველყოს სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში იმ პირის გადამისამართება, რომელსაც ვერ აწვდის სერვისს. 11. მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით საჭირო სამუშაო ფორმებს ამტკიცებს განმახორციელებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები