დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 სექტემბრის №87-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60-72 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017361 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 სექტემბრის №87-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 სექტემბრის №87-81 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/09/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016900) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველ მუხლს: ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები.“; ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №14).“. 2. დადგენილებას დანართი №13-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №14. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„დანართი №14
|
სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები
|
მუხლი 1.
ზოგადი აღწერა |
სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურება წარმოადგენს მომსახურების ისეთ სახეს, რომელიც საშუალებას აძლევს პირს მისი შესყიდვის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია, კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე მიბმულია თუ არა ტაქსის ნებართვა. |
მუხლი 2.
სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურების საფასური |
|
მუხლი 3.
სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურების პირობები |
1. პირი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან“ (შემდგომში – სააგენტო) სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურება, ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა სააგენტოს წარუდგინოს წერილობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის პერიოდს/ვადას. 3. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. 4. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები