„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 26/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016188
79
26/09/2025
ვებგვერდი, 26/09/2025
130000000.63.075.016188
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №79

2025 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 03.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა ან თანამდებობიდან გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან.“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ორგანიზაციული ხელშეწყობისა და პროტოკოლის სამმართველო;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ორგანიზაციული ხელშეწყობისა და პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენცია

ორგანიზაციული ხელშეწყობისა და პროტოკოლის სამმართველო:

ა) ახორციელებს სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების   მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირების ორგანიზებას;

ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისაგან განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისა და დავალებების შესრულებისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას;

გ) სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებების შესაბამისად, ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ცალკეული საკითხის მომზადებისას მუშაობს დამოუკიდებლად ან სამსახურის დანაყოფებთან ერთად;

დ) ახორციელებს კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების მონიტორინგს;

ე) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით  საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;

ვ) ორგანიზებასა და კონტროლს უწევს საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამსახურის მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს;

თ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში სამსახურის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას;

ი) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

კ) სამსახურის შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

ლ) ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით ახორციელებს სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დავალებით სხვა უფლებამოსილებას.“.

6. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმამუკა მდინარაძე