„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016191
83
29/09/2025
ვებგვერდი, 29/09/2025
130000000.63.075.016191
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №83

2025 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №33 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 09/07/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016086) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს  სამსახურის უფროსი. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა ან თანამდებობიდან გათავისუფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმამუკა მდინარაძე