ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/09/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017012
448
23/09/2025
ვებგვერდი, 26/09/2025
000000000.00.101.017012
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №448

 2025 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელის მინიჭების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. მთაწმინდის რაიონში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს პოეტის, ზურაბ გორგილაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3.  განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე   ზურაბ აბაშიძე