დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 427 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.10.003.025314 |
|
„ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 2 ივლისის №918-IIIრს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად, „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2019, 470200000.10.003.021353) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას 62 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 მუხლი: „მუხლი 63 1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, 2029 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის (შესაბამისად, საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატის) მიღების ვალდებულებისგან. 2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის 2029 წლის 1 იანვრამდე მიღების შემთხვევაში, ვალდებულია, დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს ნაციონალური GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობისა და სხვა სანებართვო პირობები სრულად. 3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, 2029 წლის 1 იანვრამდე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის მიღებამდე, ვალდებულია, საქმიანობა აწარმოოს შემდეგი პირობების დაცვით: ა) შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის განხორციელების თაობაზე, სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესითა და ფორმით; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის (შემდგომში − ფარმაცევტული პროდუქტი) შესყიდვამდე დარწმუნდეს, რომ შესასყიდი ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებულია/დაშვების უფლების მქონეა საქართველოს ბაზარზე; გ) განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის აღრიცხვა და სააგენტოს წარუდგინოს ანგარიშგებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დანიშნული ჰყავდეს ფარმაცევტული განათლების მქონე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს პირადად უნდა ასრულებდეს და მუდმივად შესაძლებელი უნდა იყოს მასთან დაკავშირება; ე) უზრუნველყოს ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის საშუალებით. 4. იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, უფლებამოსილია, GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიკატის მქონე იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება, ფარმაცევტული პროდუქტის შენახვის და/ან ტრანსპორტირების მიზნით, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ის („ფარმაცევტული წარმოების ნებართვების გაცემის წესი და პირობები“) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) განახორციელოს მის მიერ წარმოებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაცია იმ იურიდიულ პირზე, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ, ან ექსპორტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები