„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017403
116
06/10/2025
ვებგვერდი, 06/10/2025
120010000.22.026.017403
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

  ბრძანება №116

2025 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის ხელშეწყობა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა; თავდაცვის ძალების წინაშე დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული გეგმების შემუშავებისა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა.“.

2. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-18 მუხლის:

ა) მე-8 - მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, გარდა ამავე დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე ან სამმართველოს უფროსი.

9. კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი ან ამ ცენტრის სამხედრო მოსამსახურე.  

10. კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ამ დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:

„101. საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ამ სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე.

102. შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ამ სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი