დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025316 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 24 ივნისის №718-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №111 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2021, 040030000.10.003.022667) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასური“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესსა და მომსახურების საფასურში“: ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 4. ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის შეფასება 1. სააგენტო, ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის ავტორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენს პროექტის შეფასებას ტექნოლოგიების გადაცემის ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების მეშვეობით. 2. სააგენტო ტექნოლოგიების გადაცემის პროექტის შეფასებას ახორციელებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) ტექნოლოგიის/ინოვაციის პატენტუნარიანობა; ბ) ტექნოლოგიის განვითარების სტადია და მზაობის დონე (TRL – Technology Readiness Level); გ) ტექნოლოგიის პოტენციური ბაზრის პოტენციალი და კომერციული გამოყენებადობა; დ) ტექნოლოგიის კონკურენტული უპირატესობა; ე) პროექტის ავტორის/გუნდის კომპეტენცია და მოტივაცია; ვ) პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესების პოტენციალი.“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. კომერციალიზაციის გეგმის შემუშავება და შესაბამისი მზაობის მქონე პროექტების შერჩევა 1. ტექნოლოგიების გადაცემის ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტთა მხრიდან დადებითი შეფასების მქონე პროექტებიდან სააგენტო შეარჩევს პროექტებს კომერციალიზაციისთვის, უზრუნველყოფს კომერციალიზაციის გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში მხარდაჭერას, რომელიც ითვალისწინებს კომერციალიზაციისათვის აუცილებელ აქტივობებს, როგორიცაა პროექტით გათვალისწინებული პროდუქტის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა, ტექნოლოგიის/ინოვაციის ტექნიკური და კომერციული თვალსაზრისით დახვეწა და სხვა. 2. სააგენტო კომერციალიზაციისთვის შეარჩევს ისეთ პროექტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები