„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.025324
431
29/09/2025
ვებგვერდი, 30/09/2025
390050020.10.003.025324
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №431

2025 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„ღ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“.

2. მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„ო) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“.

3. მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„გ) ლიცენზიის აღებიდან არაუგვიანეს 12 თვისა სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელმა, რომლის დამტკიცებულ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას ამოეწურა კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების ვადა, უნდა წარადგინოს მართვის გეგმის ახალი პროექტი ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის შემდეგ, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის მფლობელისთვის შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში, სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს შენიშვნების სრულად გათვალისწინებით გადამუშავებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი;“.

4. მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„ნ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ლიცენზიის გადამცემი და ლიცენზიის მიმღები სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგენენ ახალ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას;“.

5. მე-4 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„ფ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“.

6. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„11. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობსა და ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობის შესრულების მიზნით მომზადებული სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით დაზუსტებულ სამონადირეო მეურნეობის ფართობს შორის განსხვავებების არსებობისას, ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (სამინისტროსთან შეთანხმებით) გადაწყვეტილების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემის მიერ შესაძლებელია ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული, დაზუსტებული ფართობი აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2017 წლის 20 მარტის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამსა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის აღებისათვის გადახდილ საბოლოო თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის სხვაობა, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, სხვა რამ არ იქნება დადგენილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე