დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025325 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2025, 040030000.10.003.025194) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. მე-2 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.10 − 1.14 ქვეპუნქტები: „1.10. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 1.11. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა. 1.12. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვა. 1.13. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობა. 1.14. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სრული რეაბილიტაცია.“; ბ) მე-2 პუნქტის 2.2, 2.4 და 2.8 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის 3.3 და 3.4 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები