სს „ფოსტა ფეის“ (ს/ნ: 402083776) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ

სს „ფოსტა ფეის“ (ს/ნ: 402083776) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/09/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2025
სარეგისტრაციო კოდი
154
25/09/2025
ვებგვერდი, 30/09/2025
სს „ფოსტა ფეის“ (ს/ნ: 402083776) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №154

2025 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „ფოსტა ფეის“ (ს/ნ: 402083776) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-2 პუნქტის და „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 5 ივნისის №144/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, შეწყდეს სს „ფოსტა ფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).

2. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის  პრეზიდენტი          ნათელა თურნავა