„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2025
ძალაში შესვლის თარიღი 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025327
421
24/09/2025
ვებგვერდი, 01/10/2025
040030000.10.003.025327
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №421

2025 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 24 ივნისის №718-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2018, 040030000.10.003.020467) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი  პუნქტის, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის, ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის  მომსახურების სახეები და საფასური.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტექნოლოგიური პარკი − ინფრასტრუქტურული სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უწევს;“;         

ა.ბ)  „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.გ)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფაბლაბი (Fab Lab) − ტექნოლოგიური პარკის შემადგენელი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას.“;

ბ) თავი III  ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დანადგარების მომსახურების საფასური:

 

დანადგარი

ფიზიკური და
იურიდიული პირი

სტუდენტი/მოსწავლე

ლაზერული მჭრელი

1 წთ − 1 ლარი

1 წთ − 0,6 ლარი

3D პრინტერი

1 გ − 1 ლარი

1 გ − 0,5 ლარი

CNC რუტერები

ფერადი ლითონები
1 წთ − 3.50 ლარი

ფერადი ლითონები

1 წთ − 1.75 ლარი

შავი ლითონები
1 წთ − 7 ლარი

შავი ლითონები
1 წთ − 3.50 ლარი

სხვა მასალები − ყველგან, გარდა ბათუმის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბისა  − 1  წთ − 1,2 ლარი 

სხვა მასალები − ბათუმის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი − 1  წთ − 0.80 ლარი

სხვა მასალები
1  წთ − 0.6 ლარი

ფართოფორმატიანი პრინტერი

ბანერით/სტიკერით     

1 მ2 − 24 ლარი ბანერის/სტიკერის გარეშე       1 მ2 − 18 ლარი

ბანერით/სტიკერით

1 მ2 − 12 ლარი
ბანერის/სტიკერის
გარეშე  1 მ2 − 9 ლარი

სასერი პლოტერი

1 მ2 − 5 ლარი

1 მ2 − 2,5 ლარი

ვაკუუმ ფორმირება

1 ფორმირება − 5 ლარი

1 ფორმირება − 2,5 ლარი

საკერავი მანქანა

1000 დარტყმა − 0,50 ლარი

1000 დარტყმა − 0,25 ლარი;“;

 

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური

საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის  საფასურია:

 

 

სამუშაო დღეებში

უქმე/არასამუშაო დღეებში

თბილისის ტექნოლოგიური პარკი

1000 ლარი

1500 ლარი

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი

500 ლარი

750 ლარი

ბათუმის ტექნოლოგიური პარკი

400 ლარი

600 ლარი

თელავის ტექნოლოგიური პარკი

350 ლარი

525 ლარი

გურჯაანის ტექნოლოგიური პარკი

350 ლარი

525 ლარი

კასპის ტექნოლოგიური პარკი

350 ლარი

525 ლარი

ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკი

350 ლარი

525 ლარი

სენაკის ტექნოლოგიური პარკი

  350 ლარი

    525 ლარი.“;

 

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები

1. სატრენინგო ოთახებით  სარგებლობის  საფასურები განისაზღვრება საათობრივი ტარიფებით.

2. ერთი დღის განმავლობაში 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას.

3. სატრენინგო ოთახების საფასურებია:

 

 

 

სამუშაო დღეები

1 საათი

უქმე/ არასამუშაო დღეები

1 საათი

თბილისის ტექნოლოგიური პარკი

 სატრენინგო ოთახი („Carl Sagan“) 

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი

(პირველი სართული)

100 ლარი

150 ლარი

iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახი

150 ლარი

200 ლარი

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი

100 ლარი

150 ლარი

სენაკის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი

50 ლარი

100 ლარი

ბათუმის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი (რობოტექნიკის  ოთახი)

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)

100 ლარი

150 ლარი

ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი

50 ლარი

100 ლარი

თელავის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)

100 ლარი

150 ლარი

სატრენინგო ოთახი

50 ლარი

100 ლარი

 

შეხვედრების ღია სივრცე

150 ლარი

200 ლარი

გურჯაანის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი) „დავით სარაჯიშვილი“

100 ლარი

150 ლარი

სატრენინგო ოთახი „ალექსანდრე ქართველი“

50 ლარი

100 ლარი

კასპის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)

100 ლარი

    150 ლარი.“;

 

ვ) 12მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 121.  ვიდეოგადაღება

1. ტექნოლოგიურ პარკებში ვიდეოგადაღება გულისხმობს შიდა და გარე სივრცეების გამოყენებას ვიდეოგადაღებების მიზნებისათვის.

2. ვიდეოგადაღების საფასურებია:

 

 

 

ერთი

სამუშაო დღე

ერთი

უქმე/არასამუშაო დღე

თბილისის ტექნოლოგიური პარკი

4000 ლარი

2500 ლარი

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი

2500 ლარი

1500 ლარი

სენაკის ტექნოლოგიური პარკი

2000 ლარი

1250 ლარი

ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკი

2000 ლარი

1250 ლარი

ბათუმის ტექნოლოგიური პარკი

1750 ლარი

1000 ლარი

თელავის ტექნოლოგიური პარკი

2000 ლარი

1250 ლარი

გურჯაანის ტექნოლოგიური პარკი

2000 ლარი

1250 ლარი

კასპის ტექნოლოგიური პარკი

2000 ლარი

1250 ლარი

ახმეტის ტექნოლოგიური პარკი

400 ლარი

   250 ლარი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე