დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, სოფელ კორტანეთსა და სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 17252694 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016030 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, სოფელ კორტანეთსა და სოფელ ცემში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2025 წლის 12 აგვისტოს №47 ოქმის საფუძველზე:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს (ჩიხი, შესახვევი) მიენიჭოს „პეტრე მელიქიშვილის I ჩიხის“ და „პეტრე მელიქიშვილის II შესახვევის“ სახელწოდება განკარგულებაზე თანდართული დანართ №1-ის შესაბამისად. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმდებარედ მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს (ჩიხი) მიენიჭოს „ვახტანგ გორგასლის VI ჩიხის“ სახელწოდება განკარგულებაზე თანდართული დანართ №2-ის შესაბამისად. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს (ჩიხი) მიენიჭოს „ეგნატე ნინოშვილის II ჩიხის“ და „ეგნატე ნინოშვილის III ჩიხის“ სახელწოდება განკარგულებაზე თანდართული დანართ №3-ის შესაბამისად. 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა). ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები