,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 ნოემბრის №01-413 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 ნოემბრის №01-413 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 480060000.22.030.016385
01-792
27/09/2025
ვებგვერდი, 02/10/2025
480060000.22.030.016385
,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 ნოემბრის №01-413 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-792

2025 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 ნოემბრის №01-413 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 ნოემბრის №01-413 ბრძანებაში  (ვებგვერდი, 03/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 480060000.22.030.016253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის: 
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

1. პროგრამა ტარდება საჭიროებისამებრ, რომლის განხორციელების  კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული  რესურსების მართვის დირექტორატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).

3. პროგრამა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზებას;

ბ) მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველ პირთა განაცხადების მიღებას და პროგრამის მონაწილეთა სიის შედგენას;

გ) პროგრამის მონაწილეთა ოდენობის განსაზღვრას;

დ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სასწავლო მასალით;

ე) იმ მონაწილეთა აღრიცხვას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას;

ვ) სასერტიფიკატო გამოცდის ადმინისტრირებას (მომზადება, ორგანიზება, შედეგების განსაზღვრა და მონაწილეთა/დაინტერესებულ პირთა ინფორმირება);

ზ) პროგრამის მონაწილე პირთა ინფორმირებას პროგრამისა და სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, აგრეთვე გამოცდის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ, მის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა;

თ) მოწმობის გადაცემას;

ი) სერტიფიკატის გადაცემას;

კ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. თუ დეპარტამენტში წარდგენილი განაცხადების ოდენობა აღემატება განსაზღვრულ ოდენობას, დეპარტამენტი, სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის  საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტთან (შემდგომში – საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) კოორდინაციით, უზრუნველყოფს განაცხადების გადარჩევას საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შესაბამისი გამოცდილების გათვალისწინებით.

6. პროგრამაში მონაწილეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება პროგრამის მონაწილეთა სია.“;

ბ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-7 პუნქტის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. პროგრამის მონაწილე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირის ამორიცხვას პროგრამის მონაწილეთა სიიდან უზრუნველყოფს დეპარტამენტი.“;

დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9

1. სასერტიფიკატო გამოცდა (შემდგომში – გამოცდა) ტარდება წერითი ფორმით.

2. წერითი გამოცდის მომზადებისას დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) დავალებების კონფიდენციალურობას;

ბ) დავალებების, პროგრამის ფარგლებში, განვლილ მასალასთან შესაბამისობას.

3. გამოცდის შემადგენელი კითხვების/დავალებების (რომელიც შეაფასებს მონაწილის მიერ პროგრამის დაძლევის დონეს) რაოდენობას, ქულათა მაქსიმალურ ოდენობებს, აგრეთვე მინიმალურ გამსვლელ ქულას, საგამოცდო დროის ხანგრძლივობას, პროგრამის დაწყებამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10

გამოცდის სრულფასოვნად ჩატარების მიზნით, დეპარტამენტი ან შერჩეული შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) უზრუნველყოფს გამოსაცდელისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას ტექნიკურ საკითხებსა და გამოცდის ჩატარების წესთან დაკავშირებით.“;

ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14

დეპარტამენტი:

ა) გამოცდის მატერიალური ფორმით ჩატარებისას, მისი დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, შედეგებს ატყობინებს მინისტრს, საკონსულო და დიასპორის  საკითხების დეპარტამენტს და მონაწილეებს;

ბ) გამოცდის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების საშუალებით ჩატარებისას, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შედეგებს ატყობინებს მინისტრს და საკონსულო და დიასპორის საკითხთა დეპარტამენტს.“;

ზ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15

1. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირზე გაიცემა სერტიფიკატი უვადოდ, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

2. პირს, რომელმაც ამ წესით დადგენილი პირობებით გაიარა პროგრამა, გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში გადაეცემა პროგრამის გავლის მოწმობა 2 წლის მოქმედების ვადით.

3. სერტიფიკატი უქმდება და საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისათვის აუცილებელია პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა წარმატებით ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელ პირს, სერტიფიკატის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან საკონსულო დაწესებულებებში თანამდებობაზე დანიშვნის გზით უწყვეტად, არანაკლებ 6-თვის განმავლობაში, არ განუხორციელებია საკონსულო ფუნქციები;

ბ) სერტიფიკატის მფლობელ პირს, რომელსაც სერტიფიკატის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში არ აქვს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობათა/საკონსულო მომსახურების სამმართველოში  უწყვეტი 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება ან/და სამინისტროში საკონსულო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

4. იმ პირზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მაგრამ რომლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საკონსულო ფუნქციების ბოლოს განხორციელებიდან ან/და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობათა/საკონსულო მომსახურების სამმართველოში მუშაობის დასრულებიდან გასულია 6 წელი, უქმდება და საკონსულო თანამდებობის პირად მისი დანიშვნა შესაძლებელი გახდება სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.“;

თ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16

1. სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება შესაძლებელია უზრუნველყოს დეპარტამენტის მიერ შერჩეულმა, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციამ, რომლის თაობაზე დეპარტამენტი ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასერტიფიკატო გამოცდის, მისი ჩატარებისა და შეფასების ფორმა, ასევე გამოცდასთან დაკავშირებით გამოსაცდელთა პრეტენზიების განხილვის პროცედურები, დეპარტამენტთან შეთანხმებით, განისაზღვრება ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ასევე მე-9-მე-14 და მე-17 მუხლების მოქმედება.“;

ი) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით გამოსაცდელთა პრეტენზიების განხილვის მიზნით, გარდა ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე;

გ) იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული  რესურსების მართვის დირექტორატის  იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე;

დ) საკონსულო  და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე;

ე) დეპარტამენტის თანამშრომელი (კომისიის მდივანი).“;

კ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისიის მიზანია გამოცდის ჩატარების დროს გამოსაცდელთა უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა, პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და დეპარტამენტისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა.“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №3 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ზურაბაშვილი