„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 02/10/2025
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016214
88
02/10/2025
ვებგვერდი, 06/10/2025
310040000.55.067.016214
„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის N24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №88

2025 წლის 2 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

„ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ცვლილება შევიდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნავსადგურის წესებში“ და წესის 65-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სანავსადგურე ერთეულმა უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალების, გარდა მსუბუქი ავტომობილებისა და საზღვაო სახაზო სატრანსპორტო საშუალებებზე (ბორანი და სხვა) დასატვირთი ან ჩამოსატვირთი ავტოტრანსპორტისა (მათ შორის, გემბანის ტვირთი), ყვითელი/ნარინჯისფერი ციმციმა სიგნალით აღჭურვა. აღნიშნული ციმციმები უნდა განთავსდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის ზედა ნაწილზე ისე, რომ მაქსიმალურად ხილული იყოს ყველა მიმართულებიდან.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე