„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016584
27
09/10/2025
ვებგვერდი, 10/10/2025
010250020.35.138.016584
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2025 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს  ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 მარტის №9 დადგენილებაში  (ვებგვერდი: matsne.gov.ge, 28/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.138.016566) და აღნიშნული დადგენილებით  დამტკიცებული დანართი 1-ის:

1.

მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ელექტრონული გადახდის საშუალება მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის თანამშრომელს მოთხოვნისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.“

2.

მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის  ,,ბ.ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, სამართალდარღვევის არსი: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით  უბილეთო მგზავრობა;

3.

მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტობუსის მარშრუტის №, ავტობუსის სახელმწიფო №, არსი: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით  უბილეთო მგზავრობა;.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე