დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.025335 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2022, 410010020.10.003.023798) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის“:
1. მე-8 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინების გარეშე, ორგანული წარმოებისათვის ვარგისი ორგანული ჯიშები, ერთგვაროვნებისას, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ წესის დანართ №4-ის „ა“ ნაწილში – „საფურაჟე კულტურების სახეობების სია“ − ჩამოთვლილ სახეობებს, უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართის „ბ“ ნაწილით – „სპეციფიკური დებულებები, რომლებიც ეხება ორგანული წარმოებისათვის ვარგის საფურაჟე კულტურათა სახეობების ორგანული ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას“ − გათვალისწინებულ პირობებს.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 − 73 პუნქტები: „71. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებიდან, გამონაკლისის სახით, ორგანული წარმოებისთვის ვარგისი ორგანული ჯიშები, რომლებიც მიეკუთვნება ამ წესის დანართ №4-ის „გ“ ნაწილში − „ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სახეობების სია“ − ჩამოთვლილ სახეობებს, შესაძლოა, ალტერნატიულად შეესაბამებოდეს ამავე დანართის „დ“ ნაწილში − „სპეციფიკური დებულებები, რომლებიც ეხება ორგანული წარმოებისათვის ვარგის ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურათა სახეობების ორგანული ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას“ − ჩამოთვლილ პირობებს. 72. ამ წესის: ა) დანართ №1-ის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სახეობების გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს ყველა ჯიშობრივი მახასიათებელი; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და მე-6 პუნქტით განსაზღვრულ გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოში (*)-ით აღნიშნული ნებისმიერი მახასიათებელი გამოყენებული უნდა იქნეს იმ პირობით, რომ მახასიათებლებზე დაკვირვება შეუძლებელი არ იყოს სხვა მახასიათებლების გამოვლენის გამო და ამ მახასიათებლების გამოვლენას ხელს არ უშლიდეს ის გარემო პირობები, რომელშიც გამოცდა ტარდება. 73. ამ წესის დანართ №1-ის მე-2 პუნქტსა და დანართ №2-ის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სახეობების მიმართ, გამოცდის ჩატარების დროს, უნდა დაკმაყოფილდეს გამოცდის დაგეგმვისა და მოყვანის პირობების მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია ამავე დანართებში მითითებული გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოებით.“. 2. დანართი №1, №2 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სახეობების სია, რომლებიც შეესაბამება (CPVO)-ს ტექნიკურ პროტოკოლს (1)
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2 |
სახეობების სია, რომლებიც შეესაბამება (UPOV)-ს გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს (1) |
დანართი №4 ნაწილი „ა“ საფურაჟე კულტურების სახეობების სია ქერი; სიმინდი; ჭვავი; ხორბალი.
ნაწილი „ბ“ სპეციფიკური დებულებები, რომლებიც ეხება ორგანული წარმოებისათვის ვარგის საფურაჟე კულტურათა სახეობების ორგანული ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას 1. ძირითადი წესი ორგანული წარმოებისათვის ვარგის საფურაჟე კულტურათა სახეობების ორგანულ ჯიშებზე ვრცელდება შემდეგი: 1.1. განსხვავებულობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით დაცული და აღწერილი უნდა იყოს ამ წესის დანართ №1-ის პირველ პუნქტში და დანართ №2-ის პირველ პუნქტში მითითებული პროტოკოლებისა და სახელმძღვანელოების ყველა მახასიათებელი. 1.2. ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით, ამ წესის დანართ №1-ის პირველ პუნქტში და დანართ №2-ის პირველ პუნქტში მითითებული პროტოკოლებისა და სახელმძღვანელოების ყველა მახასითებელი უნდა იყოს დაცული და აღწერილი და მახასიათებლებს, რომლებიც მითითებულია ამ ნაწილის მე-2 პუნქტში, ეხება შემდეგი: ა) ეს მახასიათებლები შეიძლება შეფასდეს ნაკლებად მკაცრი პირობებით; ბ) თუ ამ მახასიათებლებთან დაკავშირებით ამ პუნქტში გათვალისწინებულია გადახვევა შესაბამისი ტექნიკური პროტოკოლიდან, ჯიშის ერთგვაროვნების დონე მსგავსი უნდა იყოს საყოველთაოდ ცნობილი შესადარებელი ჯიშების, ერთგვაროვნების დონის. 2. ტექნიკური მახასიათებლებიდან გადახვევა 2.1. ქერი ჯიშებისათვის, რომლებიც ეკუთვნის ქერის სახეობას (Hordeum vulgare L.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO-ს პროტოკოლის CPVO/TP-019/5 DUS მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 5 – კენწრული ფოთოლი: კავების ანტოციანური შეფერილობა; CPVO No 8 – კენწრული ფოთოლი: ღარის ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 9 – ფხები: წვეროების ანტოციანური შეფერილობა; CPVO No 10 – თავთავი: ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 12 – მარცვალი: ყვავილის კილის ძარღვების ანტოცი შეფერილობა; CPVO No 16 – სტერილური თავთავი: მდებარეობა; CPVO No 17 – თავთავი: ფორმა; CPVO No 20 – ფხა: სიგრძე; CPVO No 21 – თავთავის ღერაკის ნაწევარი: პირველი სეგმენტის სიგრძე; CPVO No 22 – თავთავის ღერაკის ნაწევარი: პირველი სეგმენტის მოხრილობა; CPVO No 23 – შუალედური თავთუნი: თავთუნის და მისი ფხის სიგრძე მარცვალთან თანაფარდობაში; CPVO No 25 – მარცვალი: ყვავილის კილის ზურგის მხარის შიდა გვერდითი ძარღვის გამოკვეთა. 2.2. სიმინდი ჯიშებისთვის, რომლებიც ეკუთვნის სიმინდის სახეობას (Zea mays L.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO პროტოკოლის CPVO-TP/002/3 DUS მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 1 – პირველი ფოთოლი: ღარის ანტოციანური შეფერილობა; CPVO No 2 – პირველი ფოთოლი: წვეროს ფორმა; CPVO No 8 – ქოჩოჩი: ყვავილის კილის ანტოციანური შეფერილობა, გარდა ფუძისა; CPVO No 9 – ქოჩოჩი: მტვრიანების ანტოციანური შფერილობა; CPVO No 10 – ქოჩოჩი: კუთხე მთავარ ღერძსა და გვერდით ტოტებს შორის; CPVO No 11 – ქოჩოჩი: გვერდითი ტოტების დახრილობა; CPVO No 15 – ღერო: საჰაერო ფესვების ანტოციანური შეფერილობა; CPVO No 16 – ქოჩოჩი: თავთუნების სიმჭიდროვე; CPVO No 17 – ფოთოლი: ღარის ანტოციანური შეფერილობა; CPVO No 18 – ღერო: მუხლთაშორისების ანტოციანური შფერილობა; CPVO No 19 – ქოჩოჩი: მთვარი ღერძის სიგრძე ყველაზე დაბალი გვერდითი ტოტის ზემოთ; CPVO No 20 – ქოჩოჩი: მთავარი ღერძის სიგრძე ყველაზე მაღლა მაღალი გვერდითი ტოტის ზემოთ; CPVO No 21 – ქოჩოჩი: გვერდითი ტოტის სიგრძე. 2.3. ჭვავი ჯიშებისთვის, რომლებიც ეკუთვნის ჭვავის სახეობას (Secale cereale L.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO პროტოკოლის CPVO-TP/058/1 DUS მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 3 – კოლეოპტილე: ანტოციანური შფერილობა; CPVO No 4 – კოლეოპტილე: სიგრძე; CPVO No 5 – პირველი ფოთოლი: ღარის სიგრძე; CPVO No 6 – პირველი ფოთოლი: ფირფიტის სიგრძე; CPVO No 8 – კენწრული ფოთოლი: ღარის ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 10 – კენწრული ფოთლის გვერდითი ფოთოლი: ფირფიტის სიგრძე; CPVO No 11 – კენწრული ფოთლის გვერდითი ფოთოლი: ფირფიტის სიგრძე; CPVO No 12 – თავთავი: ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 13 – ღერო: შებუსულობა თავთავის ძირში. 2.4. ხორბალი ჯიშებისათვის, რომლებიც ეკუთვნის ხორბლის სახეობას ( Triticum aestivum L. subsp. Aestivum.), გამოსაცდელი ჯიშის CPVO პროტოკოლის CPVO-TP/003/5DUS მახასიათებლები შეიძლება, განსხვავდებოდეს ქვემოთ მოყვანილი DUS მოთხოვნებიდან ერთგვაროვნებისთვის: CPVO No 3 – კოლეოპტილე: ანტოციანური შეფერილობა; CPVO No 6 – კენწრული ფოთოლი: კავების ანტოციანური შფერილობა; CPVO No 8 – კენწრული ფოთოლი: ღარის ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 9 – კენწრული ფოთოლი: ფირფიტის ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 10 – თავთავი: ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 11 – ღერო: ყელის ცვილისებრი ნაფიფქი; CPVO No 20 – თავთავი: ფორმა პროფილში; CPVO No 21 – თავთავის ღერაკის წვეროს სეგმენტი: შებუსვა გამოზნექილი მხრიდან; CPVO No 22 – თავთუნის ქვედა კილი: მხრის სიგანე; CPVO No 23 – თავთუნის ქვედა კილი: მხრის ფორმა; CPVO No 24 – თავთუნის ქვედა კილი: კბილაკის სიგრძე; CPVO No 25 – თავთუნის ქვედა კილი: კბილაკის ფორმა; CPVO No 26 – თავთუნის ქვედა კილი: შებუსვა შიდა მხრიდან.
ნაწილი „გ“ ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სახეობების სია სტაფილო; კოლრაბი.
ნაწილი „დ“ სპეციფიკური დებულებები, რომლებიც ეხება ორგანული წარმოებისათვის ვარგის ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურათა სახეობების ორგანული ჯიშების განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას 1. ზოგადი წესი ორგანული წარმოებისთვის ვარგისი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ორგანულ ჯიშებზე ვრცელდება შემდეგი: 1.1. განსხვავებულობასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით, აღწერილი და დაცული უნდა იყოს ამ წესის დანართი №1-ის მე-2 პუნქტში და დანართი №2-ის მე-2 პუნქტში მითითებული პროტოკოლებისა და სახელმძღვანელოების ყველა მახასიათებელი. 1.2. ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით ამ წესის დანართი №1-ის მე-2 პუნქტში და დანართი №2-ის მე-2 პუნქტში მითითებულ პროტოკოლებისა და სახელმძღვანელოების პრინციპებში აღწერილი ყველა მახასიათებელი უნდა იყოს დაცული და აღწერილი, და მახასიათებლებს, რომლებიც მითითებულია ამ ნაწილის მე-2 პუნქტში ეხება შემდეგი: ა) ეს მახასიათებლები შეიძლება შეფასდეს ნაკლებად მკაცრი პირობებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მახასიათებლებისთვის „დ“ ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია გადახვევა შესაბამისი ტექნიკური პროტოკოლიდან, ჯიშის ერთგვაროვნების დონე მსგავსი უნდა იყოს საყოველთაოდ ცნობილი შესადარებელი ჯიშებისა. 2. ტექნიკური მახასიათებლებიდან გადახვევა 2.1. სტაფილო ჯიშებისათვის, რომლებიც ეკუთვნის სტაფილოს სახეობას (Daucus carota L.) გამოცდილი ჯიშის CPVO-ს პროტოკოლის CPVO-TP/049/3 DUS მახასიათებლები გამოცდას დაქვემდებარებული ჯიშისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს DUS მოთხოვნებისგან ერთგვაროვნებისათვის: CPVO N 4 – ფოთოლი: დაყოფა; CPVO N 5 – ფოთოლი: მწვანე შეფერილობის ინტენსივობა; CPVO N 19 – ფესვი: გულის დიამეტრი საერთო დიამეტრთან მიმართებაში; CPVO N 20 – ფესვი: გულის ფერი; CPVO N 21 – თთეთრი გულის მქონე ჯიშების გამოკლებით; ფესვი: გულის ფერის ინტენსივობა; CPVO N 28 – ფესვი: წვერის შეფერილობის დრო; CPVO N 29 – მცენარე: მთავარი ქოლგის სიმაღლე მისი ყვავილობის დროს. 2.2. კოლრაბი ჯიშებისათვის, რომლებიც ეკუთვნის კოლრაბის სახეობას (Brassica oleracea L.) გამოცდილი ჯიშის CPVO-ს პროტოკოლის CPVO-TP/065/1 Rev. DUS მახასიათებლები გამოცდას დაქვემდებარებული ჯიშისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს შესაბამისი CPVO-ს ტექნიკური პროტოკოლით გათვალისწინებული DUS მოთხოვნებისგან ერთგვაროვნებისათვის: CPVO No 2 – ჩითილი: ლებნის მწვანე შეფერილობის ინტენსივობა; CPVO No 6 – ყუნწი: მდებარეობა; CPVO No 8 – ფოთლის ფირფიტა: სიგრძე; CPVO No 9 – ფოთლის ფირფიტა: სიგანე; CPVO No 10 – ფოთლის ფირფიტა: წვერის ფორმა; CPVO No 11 – ფოთლის ფირფიტა: გაყოფა მთავარ ძარღვამდე (ფოთლის ქვედა ნაწილში); CPVO No 12 – ფოთლის ფირფიტა: ნაპირის ჭრილების რაოდენობა (ფოთლის ზედა ნაწილში); CPVO No 13 – ფოთლის ფირფიტა: ნაპირის ჭრილების სიღრმე (ფოთლის ზედა ნაწილში); CPVO No 14 – ფოთლის ფირფიტა: განივი კვეთის ფორმა; CPVO No 19 – კოლრაბი: შიდა ფოთლების რაოდენობა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები