„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.025333
439
06/10/2025
ვებგვერდი, 07/10/2025
340020000.10.003.025333
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №439

2025 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2018, 340020000.10.003.020651) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“ მე-6 მუხლის 2პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 210 და 211 პუნქტები:

„210.  საზეთე და საბოჭკოე კულტურების, ყველა კატეგორიის „საბაზისო თესლისა“ და „სერტიფიცირებული თესლის“ შეფუთვაზე: 

ა) განთავსებული უნდა იყოს ოფიციალურად მინიჭებული ინდივიდუალური სერიული ნომერი, დატანილი უნდა იქნეს ამ წესით დადგენილი ინფორმაცია, რომელიც უნდა დაიბეჭდოს ან დაიშტამპოს ისე, რომ არ იშლებოდეს;

ბ) ნაბეჭდის ან შტამპის განლაგება და ფერი უნდა შეესაბამებოდეს  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეტიკეტის მოდელს;

გ) ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტის „გ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს ან დაიშტამპოს მაშინ, როდესაც ნიმუში აღებულია საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად და დაბეჭდვა ან დაშტამპვა ხორციელდება ოფიციალურად ან სერტიფიცირების ორგანოს ზედამხედველობით.

211. სერტიფიცირების ორგანოსთვის მწარმოებლის/რეალიზატორის მიერ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება გაცემული შეფუთვების რაოდენობისა და  სერიული ნომრების შესახებ, რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას სერტიფიცირების ორგანოს მიერ, სერტიფიცირების ორგანომ კი უნდა შეინახოს  ჩანაწერები თესლის რაოდენობის, მათ შორის, თითოეულ პარტიაში შეფუთვების რაოდენობისა და შიგთავსის შესახებ, ასევე ამ მუხლის 210  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სერიული ნომრების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე